კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია 'იცურე მშვიდად' - საპროტესტო აქცია თბილისის ზღვაზე

28 მაისი, 2019
დღეს, 12:00 საათზე, კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გამართავენ თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე - ე. წ. ჩანჩქერთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი ადგილია საქართველოში.

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს სამოქალაქო აქტივისტებს, სტუდენტებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოში დაცული იყოს სიცოცხლის უფლება, შემოუერთდეს აქციას.

ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. პრობლემაა გამაფრთხილებელი ბანერების არარსებობა და წინასწარი გაფრთხილების სუსტი სისტემები. წყლის ობიექტებზე სტიქიების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების თუ სხვა სახის რისკების შესახებ აუცილებელია, საზოგადოება დროულად და ეფექტიანად იყოს ინფორმირებული. 

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 26 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებული პრობლემების სიმწვავეს.

განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული. 

თბილისის ზღვაზე ე.წ. ჩანჩქერთან, სადაც მდინარე არაგვი ერთვის წყალსაცავს, ბოლო წლებში რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის - არასრულწლოვნები. 2016 და 2017 წლებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხება ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე ცქიტიშვილის და მოქალაქე მაკა წიკლაურის ადმინისტრაციული სარჩელი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პროცესის მორიგი სხდომა ხვალ 28 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. მოსარჩელეები მოითხოვენ თბილისის მერიამ თბილისის ზღვაზე, ე. წ. ჩანჩქერთან გაატაროს ადეკვატური უსაფრთხოების ზომები - მოაწყოს მყარი ბარიერები, დააყენოს სათვალთვალო კამერები, გამაფრთხილებელი აბრები და ა.შ. კომპენსაციის ნაწილში მოპასუხე მხარე, ასევე, არის წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP. მესამე პირის სახით პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. 

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

კამპანია „იცურე მშვიდად“ 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანია აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ.


საკონტაქტო პირი - ლანა გიორგიძე. ტელ.: 598 467070 

ახალი ამბები