21:25, Friday, 23.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კამპანია ‘იცურე მშვიდად’ - საპროტესტო აქცია თბილისის ზღვაზე

28.05.2019

დღეს კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე - ე. წ. ჩანჩქერთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი ადგილია საქართველოში. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის, პროგრესის ცენტრის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, ფონდი „კრისტალის“ წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.

ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. პრობლემაა გამაფრთხილებელი ბანერების არარსებობა და წინასწარი გაფრთხილების სუსტი სისტემები. წყლის ობიექტებზე სტიქიების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების თუ სხვა სახის რისკების შესახებ აუცილებელია, საზოგადოება დროულად და ეფექტიანად იყოს ინფორმირებული. 

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 26 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებული პრობლემების სიმწვავეს.

განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული. 

თბილისის ზღვაზე ე.წ. ჩანჩქერთან, სადაც მდინარე არაგვი ერთვის წყალსაცავს, ბოლო წლებში რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის - არასრულწლოვნები. 2016 და 2017 წლებში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხება ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე ცქიტიშვილის და მოქალაქე მაკა წიკლაურის ადმინისტრაციული სარჩელი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. 

პროცესის მორიგი სხდომა დღეს 17:00 საათზე გაიმართება. მოსარჩელეები მოითხოვენ თბილისის მერიამ თბილისის ზღვაზე, ე. წ. ჩანჩქერთან გაატაროს ადეკვატური უსაფრთხოების ზომები - მოაწყოს მყარი ბარიერები, დააყენოს სათვალთვალო კამერები, გამაფრთხილებელი აბრები და ა.შ. კომპენსაციის ნაწილში მოპასუხე მხარე, ასევე, არის წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP. მესამე პირის სახით პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. 

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

კამპანია „იცურე მშვიდად“ 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანია აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC