კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულმა ქალმა წამების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა

30 მაისი, 2019
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მსჯავრდებული ქალის,  ქეთევან ხმალაძის  დარღვეული უფლებების აღსადგენად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ქეთევან ხმალაძის დაკავებისას, რომელიც განხორციელდა 2016 წლის 13 იანვარს  ქალაქ ახალციხეში, პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს წამება და არაადამიანური მოპყრობა. დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის  შემდეგი მუხლები: მე-3, მე-6, მე-13 და მე-14.  სახელმწიფომ ეფექტიანად ვერ უზრუნველყო გამოეძიებინა 2016 წელს ქეთევან ხმალაძის მიმართ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ჯანმრთელობაზე. ამასთან, სახელმწიფომ დღემდე ვერ უზრუნველყო პირის დაზარალებულად ცნობა. 

სახელმწიფომ დღემდე ვერ შეიმუშავა ობიექტური გამოძიებისა და დაცვის მექანიზმი, რომლის მიზანი იქნებოდა წამების ეფექტიანი პრევენცია, მიუკერძოებელი გამოძიება და  ეფექტიანი სამართლებრივი შედეგის დადგომა.
საქართველოს  სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშების თანახმად, 2015 წელს არსებითად გაზრდილია პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პირის  დაკავებისას პოლიციის თანამშრომლები ახორციელებენ სასტიკ ფიზიკურ ძალადობას ბრალის აღიარების მოტივით, არ ხდება სასჯელაღსრულებისა და პოლიციის განყოფილებებში ვიდეო მონიტორინგი, ძალადობის მსხვერპლის ჩვენება კი არასაკმარისად მიიჩნევა იმისათვის, რომ პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

დაკავებული პირების წამება და მათ მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის მანკიერი პრაქტიკა აღწერილია  ადამიანის უფლებათა ცენტრის დოკუმენტურ ფილმში „სამართალდამრღვევი სამართალდამცველები", ფილმში მასზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს მსჯავრდებული ქეთევან ხმალაძე. 

აღნიშნულ საჩივარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამებას, ღირსებისშემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც განხორციელდა სწორედ აღიარებითი ჩვენების მიღების მოტივით. ქეთევან ხმალაძეზე, საკუთარი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, პოლიციის ათეულობით თანამშრომელმა დაკავებისას განახორციელა დამამაცირებელი, ღირსებისშემლახველი მოპყრობა და სასტიკი წამება. 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ასევე დაირღვა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციას. ქეთევან ხმალაძეს, როგორც ქალს, აყენებდნენ შეურაცხყოფას კაცი სამართალდამცველები, რაც არ იქნა გამოძიებული. მათ მიერ გამოყენებული ძალისმიერი მეთოდები იყო შეურაცხმყოფელი და ღირსებისშემლახველი.

2019 წლის 23 მაისს, ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მსხვერპლს საბოლოოდ ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო წამების მსხვერპლი ქალის დაზარალებულად ცნობა. საქმეში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, წამების მსხვერპლმა გამოიყენა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა მექანიზმი გამოძიების  ორგანოებისა და საერთო/რაიონული სასამართლეობის სახით.

                                                                                                      ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები