კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის უნივერსიტეტის რექტორი, არჩევიდან სამ თვეში, პირადი განაცხადებით გადადგა

30 მაისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად ალექსანდრე მღებრიშვილი 2019 წლის 15 იანვარს აკადემიურმა საბჭომ ერთხმად აირჩია. ალექსანდრე მღებრიშვილს მანამდე პრორექტორის თანამდებობა ეკავა. მისი ერთადერთი კონკურენტი კახა ტოლიაშვილი იყო, რომელსაც აკადემიური საბჭოს 7 წევრისგან შემდგარმა არცერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი. ტოლიაშვილი აცხადებდა, რომ მღებრიშვილის არჩევით უნივერისტეტში გავლენებს ისევ ყოფილი რექტორი გიორგი სოსიაშვილი შეინარჩუნებდა, რომელიც ახლადარჩეულმა რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა პრორექტორად დანიშნა. ტოლიაშვილმა უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები პუტინ-მედვედევის მმართველობის სტილს შეადარა და ამბობს, რომ რექტორის ახალ არჩევნებში, რომელიც 16 ივლის გაიმართება მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ალექსანდრე მღებრიშვილი რექტორის თანამდებობიდან წასვლას უნივერსიტეტის ინტერესებით ხსნის.
,,ვფიქრობ, რომ ასე ჯობია უნივერსიტეტისთვის", - ამბობს ალექსანდრე მღებრიშვილი, რომლის რექტორობიდან გათავისუფლების შესახებ პირადი განცხადება აკადემიურმა საბჭომ უკვე დააკმაყოფილა და უნივერსიტეტის დროებით მმართველად ყოფილი რექტორი, გიორგი სოსიაშვილი დანიშნა.
16 ივლისს ჩანიშნულ რექტორის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატად გიორგი სოსიაშვილი სახელდება, რომელიც უნივერსიტეტს რექტორი ზედიზედ ორჯერ იყო. მას კანონი აღარ აძლევდა უფლებას, რომ ზედიზედ მესამედ გამხდარიყო რექტორი, სწორედ გიორგი სოსიაშვილსა და ალექსანდრე მღებრიშვილს შორის შეთანხმებას უკავშირებენ იმას, რომ მღებრიშვილი უნივერსიტეტს რექტორად არჩევიდან სამ თვეში გადადგებოდა და ხელახალი არჩევნებით უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას კვლავ გიორგი სოსიაშვილი დაიბრუნებდა.

ახალი ამბები