კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალდაბის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა

28 ივნისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

27 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მცხოვრებლებმა, ახალდაბა - ნიქოზის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის აღნიშნულ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ხელისუფლების მხრიდან სოფელში არსებული პრობლემების მოგვარების იმედი ამოეწურათ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ სასმელი წყლის პრობლემა აქვთ და უამინდობის დროს ქუჩაში წამოსული ნიაღვარით ეზოები და სახლები ეტბორებათ.

,,არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, მოდიან წინასაარჩევნოდ, გვპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არჩევნების შემდეგ აღარ ვახსენდებით. დღეს იძულებული ვიყავით, გზა გადაგვეკეტა და ისე მიგვექცია ხელისუფლების ყურდღება. სოფელში აუტანელი პირობებში გვიწევს ცხოვრება. კვირაში ორჯერ მოგვეწოდება სასმელი წყალი, მწვანე შეფერილობის წყალს ვსვამთ. ყოველი წვიმის დროს საუბნო გზებზე ნიაღვარი მოედინება, არც ასფალტია დაგებული და არც სანიაღვრე არხებია გაკეთებული, ეს წყალი ეზოებსა და სახლებში გვივარდება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გორის მერის პირველი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი მივიდა, რომელიც ადგილობრივებს პრობლემების უახლოეს პერიოდში მოგვარებას დაჰპირდა.

,,სასმელ წყალთან დაკავშირებით პროექტი უკვე მზად არის და მომავალ კვირას მერია გამოაცხადებს ტენდერს. რაც შეეხება იმ პრობლემებს, რაზეც ადგილობრივები საუბრობენ, ეტაპობრივად მოაგვარებს მერიის შესაბამისი სამსახურები", - განაცხდა მერის მოადგილემ.

ახალდაბაში აქცია იმ პირობით დაიშალა, რომ ხელისუფლება მოსახლეობის მიერ დაყენებული პრობლემების მოგვარებას დაიწყებს, წინაღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივების თქმით, აქციები უკვე გორში, მერიის შენობასთან გადაინაცვლებს.

ახალი ამბები