კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელში სკვერის ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხს პროტესტი მოჰყვა

28 ივნისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წერიგში ცვლილება შევიდა. კერძოდ კი, სკვერის ტერიტორიაზე 100 კვ.მ ფართობის იჯარით გასხვისება მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის პროტესტის საფუძველზე დროებით გადაიფიქრა და საკითხი უკან გაითხოვა. ამის მიზეზი ქარელში სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების პროტესტი გახდა. მოსახლების ნაწილის განცხადებით, ქალაქს ერთადერთი გამწვანებული სკვერი აქვს და მისი იჯარით გადაცემის შემთხვევაში მოიჯარის კომერციულ ინტერესებს შეეწირება მწვანე ნარგავები.

,,ეს ერთი სკვერი გვაქვს ქალაქ ქარელში და ესეც შეიძლება, წაგვართვან. განა რა შემოსავალი უნდა მიიღონ სკვერის იჯარით გადაცემის შედეგად, ადგილობრივ ხელისუფლებას თუ ჩვენს ხმას ვერ გავაგებინებთ, ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისამდე ჩავალთ და ამ სკვერის გასხვისებას არ დავანებებთ", - აცხადებს ქარელში მცხოვრები ლიანა მარგიშვილი, რომელმაც სკვერის იჯარის გადაცემის წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვა და  საკრებულოს სხდომაზე მიიტანა.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სკვერის ტერიტორიის იჯარით გადაცემის შემდეგ მწვანე საფარის გაჩეხვა მოხდება და იქ კომერციული ინტერესებზე მორგებული კონსტრუქციები მოეწყობა.

,,სკვერთან ახლოს ვცხოვრობ, ეს ერთადერთი სკვერი გვაქვს, ყოველდღე ბავშვები გამოგვყავს, შვილებთან და შვილიშვილებთან ვართ ამ სკვერში, რანაირად უნდა წაგვართვან, ვიღაცის კომერციულ ინტერესებს არ უნდა შესწირონ ბავშვების ინტერესი”, - აცხადებს ქარელის მცხოვრები ზაირა წიქარიშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს, რადგან მათ სკვერს არავინ არ ართმევს და არც მწვანე ნარგავების გაჩეხვა იგეგმება.

,,მოსახლეობას აქვს არასწორი ინფორმაცია, რომ, თითქოს, სკვერში ნარგავების გაჩეხვა მოხდებოდა და მის ნაცვლად კონსტრუქციები გაკეთდებოდა. ამის გათვალისწინებით,  გამოვითხოვეთ საკითხი უკან, იმ დრომდე არ მოხდება იჯარით გადაცემა, ვიდრე მოსახლეობისგან თანხმობა არ გვექნება. იმ ტერიტორიაზე, რომლის იჯარით გადაცემა იგეგმება, არც ერთი ხე და ხის ტოტიც არ მოიჭრება, იქ აპირებს მოიჯარე, ღია კაფის მოწყობას", - აცხდებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი.

ზაზა გულიაშვილის განცხადებით, ის მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერებს სკვერის ტერიტორიას და აუხსნის, თუ კონკრეტულად რისი გაკეთება იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის ნაწილი მაინც წინააღმდეგი წავა ტერიტორიის იჯარით გადაცემაზე, ქარელის მერი ამბობს, რომ მერია მოიჯარეს ტერიტორიას აღარ გადასცემს.

ახალი ამბები