კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ერთმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა

2 ივლისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

28 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიციიდან საკრებულოს წევრმა სხდომის დატოვებამდე განაცხდა, რომ მისთვის მიუღებელია იმ დეპუტატების გვერდით ჯდომა, რომლებიც მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის შემდეგ გახარიას გამართლებით არიან დაკავებულები და ვერ ხედავენ აქციის დაშლის დროს დაშავებულ მოქალაქეებს.

“ის, რაც მოხდა 20 ივნისის ღამეს, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის. ადამიანი რომელიც იკავებს შს მინისტრის პოსტს, ის უნდა ზრუნავდეს თითოეულ მოქალაქის უსაფრთხოებაზე და მათ არ უნდა ესროდეს იმ ტყვიებს, რომელიც სიკვდილს იწვევს. ასევე მინდა, მქონდეს განცდა, რომ პოლიცია არის ჩემი დამცველი და ის უზრუნველყოფს ჩემს უსაფრთხოებას.

 სამწუხაროა, რომ  მსგავსი განცხადებები ვერ მოვისმინე ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც სოციალურ ქსელში აზიარებდით ჯალათი გახარიას მხადასაჭერ პოსტებს და ამბობდით, რომ  ასეთი კარგი შს მინისტრი საქართველოს არ ჰყოლია აქამდე. იმ ფონზე, როდესაც აქციაზე დაშავებულები გორიდანაც არიან და თქვენ ცდილობთ, მაინც მხარი დაუჭიროთ გახარიას, ჩემი თქვენს გვერდით ჯდომა დაუშვებლად მიმაჩნია და პროტესტის ნიშნად ვტოვებ ბიუროს სხდომას", - განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ.

ვასილისა ჯაბახიძის განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გამოეხმაურა. დავით რაზმაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს და რადიკალური აქციის მონაწილეები, რომლებსაც სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამონგრევა უნდოდათ,  გაანეიტრალეს.
,,ჩვენმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს  დანაშაული და გამოიყენეს პროპორციული ძალა, რომელიც აღნიშნულ ქმედებებს შეესაბამებოდა.

 ქალბატონი ვასილისა მოქცეულია  იმ  ჯალათების გავლენის ქვეშ, რომელთაც საქართველო მიიყვანეს დღევანდელ მდგომარეობამდე. ის პირი,  რომელიც პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს,  საქართველოს მოქალაქედ არ ითვლება, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე უნდა ფიქრობდეს მის სახელმწიფოზე“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ.

ახალი ამბები