კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა

30 აგვისტო, 2019
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

29 აგვისტოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, 30 აგვიტოს, საქართველოს მთავრობისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის გამართვა ხაშურის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში დაიგეგმა. ამის შესახებ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა განცხადა.

„სამხრეთ ოსეთის მხარის წინადადებით იმ რაიონში, სადაც საქართველოს პოლიციამ მოაწყო პოლიციის უკანონო პოსტი, შედგება ტექნიკური შეხვედრა“, - განაცხადა ჯიოევმა.

29 აგვიტოს ერგნეთის შეხვედრა ოსურმა მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა და შეხვედრა ჩაიშალა, ამის მიზეზად ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ე.წ. „დელეგაციის“ ხელმძღვანელმა, ეგორ კოჩიევმა, ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, საპოლიციო პოსტის დამატება დაასახელა და მის გასაუქმებლად საქართველოს ხელისუფლებას დრო 30 აგვისტოს დილის 6:00 საათამდე მისცა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, მით უფრო, რომ საპოლიციო პოსტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი გაუქმება არ განიხილება.

30 აგვისტოს, მთელი ღამის განმავლობაში, ჩორჩანაში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის მიერ მიცემული დრო ამოიწურა და საქართველოს ხელისუფლებამ პოსტი არ გააუქმა, ამ დროისთვის ჩორჩანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს რომ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობასთან შეხვედრები და მოლაპარაკებები განაახლოს.

„არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა შედგეს გარკვეული შეხვედრა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან, რომელსაც შეიძლება, ასევე დაესწროს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ვნახოთ, მოვლენებს არ გავასწროთ. ჩვენ მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახა ქემოკლიძე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები სიტუაციის მონიტორინგისა და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით 24-საათიან რეჟიმში, მუდმივად იმყოფებიან ადმინისტრაციულ საზღვართან ჩორჩანა-წნელისის რაიონში. 30 აგვისტოს, მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა სიტუაციის შეფასების მიზნით აღნიშნული რაიონი დაათვალიერა. 

,,მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება მხარეებს შორის ინფორმაციის გასაცვლელად და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ახალი ამბები