კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სატრენინგო პროგრამა ახალგაზრდებისათვის-'წყალი, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება'

5 სექტემბერი, 2019
UNICEF-ისა და ევროკავშირისა მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს უფროსკლასელი მოსწავლეების შერჩევას სატრენინგო პროგრამაში - „წყალი, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება“  მონაწილეობის მისაღებად. 

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების სამიზნე მუნიციპალიტეტების (ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი, დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო და წალკა) სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული და მოტივირებული არიან, მიიღონ მეტი ინფორმაცია WaSH საკითხებზე, შეიძინონ ადვოკატირების უნარები და ტრენინგების დასრულების შემდეგ თავად განახორციელონ WaSH-თან დაკავშირებული პრობლემების ადვოკატირება მათსავე მუნიციპალიტეტებში.

-კახეთის რეგიონის მონაწილეებისთვის ტრენინგები გაიმართება 28-29 სექტემბერს; 

-მარნეული- დმანისის უფროსკლასელთათვის - 19-20 ოქტომბერს; 

-წალკა-თეთრიწყაროს უფროსკლასელთათვის - 16-17 ნოემბერს. 

 ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა  და გამოგზავნონ მეილზე youth4wash@gmail.com

 განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 

გისურვებთ წარმატებას!

ტრენინგი ხორციელდება პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.























ახალი ამბები