14:11, Tuesday, 17.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველი ქალსა და კაცს შორის სახელფასო სხვაობის შესახებ დისკუსიის დაწყებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

06.09.2019

Ombudsman.ge 

საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის ზრდის მათ მოწყვლადობას დისკრიმინაციის და ოჯახში ძალადობისადმი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა საკმაოდ მაღალია და 36%-ს შეადგენს. ამასთან, 2018 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ თანახმად, თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების ნიშნით, საქართველომ 149 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 69-ზე გადაინაცვლა. სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალისას. მაშინ, როდესაც, აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეში მონაწილეობის თვალსაზრისით, ქალთა წვლილი კაცებთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო დიდია (ქალი-33.3, კაცი-14.7).

სქესთა შორის განსხვავებული ანაზღაურება უარყოფითად აისახება ქალთა თანასწორუფლებიანობის ზოგად მდგომარეობაზე და ცალკეული ძირითადი უფლებების დისკრიმინაციულად შეზღუდვის საფუძველს ქმნის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კვლავ არსებობს სტერეოტიპები, რომელიც ქალს სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობისას გენდერულ ბარიერებს განუსაზღვრავს, ფინანსური შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების არსებობამ შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ქალების გარკვეული ჯგუფის სოციალური მარგინალიზაცია გამოიწვიოს.

ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ოჯახში ძალადობასთან, ვინაიდან ოჯახში ძალადობის თავის დაღწევის ერთ-ერთ დაბრკოლებას, სწორედ მოძალადეზე ან მის ოჯახზე ფინანსური დამოკიდებულება წარმოადგენს.

აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს თანაბარი ღირებულების შრომა. რაც შემდგომში, სახელფასო სხვაობის ზუსტი მონაცემის დადგენას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას აბრკოლებს. ამასთან, არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის პრობლემის განხილვაში და დაიგეგმოს ეფექტური ღონისძიებები არსებული დისბალანსის შემცირების და ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისათვის.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC