კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას მოითხოვს

9 სექტემბერი, 2019
 
20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებით საპროტესტო აქციის დარბევისას 38 ჟურნალისტი დაშავდა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტებს ურთულეს პირობებში უწევდათ პროფესიული მოვალეობის შესრულება და მიმდინარე მოვლენების გაშუქება.  

 საპროტესტო აქციის დაშლამდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით, უკანონოდ გამოაძევეს აკრედიტებული ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ხოლო აქციის დაშლისას ჟურნალისტებს საპოლიციო ძალები დამიზნებით ესროდნენ მაშინაც კი, როდესაც თვალსაჩინო იყო, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები იყვნენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. 

20 ივნისის ღამეს დაშავებული ჟურნალისტებიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი 4 ჟურნალისტს უწევს სამართლებრივ დახმარებას, მათ შორის - ბესლან კმუზოვი (Кавказский Узел) და მერაბ ცაავა („გურია ნიუსი“) პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მათ აქციის დარბევისას მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, რა დროსაც საჭირო გახდა სასწრაფო  სამედიცინო დახმარების ჩარევა. ბესლან კმუზოვს 6 ტყვია მოხვდა, აქედან ერთი - თავის არეში, მერაბ ცაავას კი რეზინის ტყვიების შედეგად დაუზიანდა ხელი და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

ჟურნალისტები მოწმის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს. ივლისში ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა  გენერალურ პროკურატურას, რათა მოეწოდებინა ინფორმაცია გატარებული  საგამოძიებო მოქმედებების  შესახებ. ორგანიცაზიამ ასევე მოითხოვა  ბესლან კმუზოვისა  და მერაბ ცაავას  დაზარალებულად ცნობა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. 

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლას, მაგრამ გენერალური პროკურატურის პასუხის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის  მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის  შესაძლო გამოყენების ფაქტზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას: 

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება წარიმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლას;

ჟურნალისტები - ბესლან კმუზოვი და მერაბ ცაავა ცნოს დაზარალებულად 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად მიყენებული   ზიანის გამო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები