კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო დაკავებათა ისტორიები საოკუპაციო ხაზიდან

11 სექტემბერი, 2019
 
წინამდებარე ბუკლეტის მიზანია იმ პრობლემებისა და უფლებადარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რასაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე. ბუკლეტში ასახულია უშუალოდ იმ ადამიანების მიერ მოთხრობილი ისტორიები, რომლებიც ბოლო წლებში გახდნენ უკანონო დაკავებებისა და გატაცების მსხვერპლი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებები, მათ შორის - მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა და ადამიანების თვითნებური დაკავება, უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მსგავსი ისტორიების გაშუქებისას და სამართლებრივი შეფასებისას, ხშირად, ყურადღების მიღმა რჩება ისეთი ფაქტები და დეტალები, რომლებიც სრულ სურათს შეგვიქმნიდა დაზარალებულების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე და მათ მიერ განცდილ ზიანზე. ასევე, ხშირად, მედიასაშუალებების მიერ გაშუქება თუ სამართლებრივი შეფასება კონცენტრირდება მხოლოდ ცალკეულ ფაქტებსა და უფლებადარღვევებზე, რაც ნაკლებად იძლევა ერთიანი სურათის შექმნისა და საოკუპაციო ხაზზე დაფიქსირებული დანაშაულების სიმძიმის სრულფასოვანი აღქმის შესაძლებლობას. მოცემულ ბუკლეტში წარმოგიდგენთ დაზარალებულების მიერ მოთხრობილ ისტორიებს, სადაც ისინი დეტალურად აღწერენ უკანონო დაკავებიდან გათავისუფლებამდე განვლილ გზას და განცდილ ემოციებს. იმედი გვაქვს, მსგავსი ადამიანური ისტორიები ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა 2018 წელს განახორციელეს გასვლითი ვიზიტები გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში, სადაც მოახდინეს უფლებადარღვევების დოკუმენტირება და მოისმინეს ამ ბუკლეტში წარმოდგენილი ისტორიები. აღნიშნული მონიტორინგის მისიების შედეგად ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წარმოდგენილია უფლებადარღვევების სამართლებრივი შეფასება და რეკომენდაციები სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო უწყებების მიმართ . 

პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ბუკლეტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ სოფელში ვითარდება მოვლენები. ასევე, დაცულია დაზარალებულთა ანონიმურობა.

ბუკლეტის ნახვა შეგიძლიათ აქ.

ახალი ამბები