კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია თბილისის ზღვაზე - კამპანია „იცურე მშვიდად“ კუსტარული რეკრეაციული ზონის მოწესრიგებას მოითხოვს

17 სექტემბერი, 2019
24 სექტემბერს, 11:30 საათზე, კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციები აქციას გამართავენ თბილისის ზღვაზე - ე.წ. კოშკთან, სადაც წლების განმავლობაში კუსტარული პლაჟია მოწყობილი და ზაფხულის განმავლობაში მოქალაქეები მაშველების მომსახურების გარეშე ისვენებენ.

ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. დიდი პრობლემაა წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. პრობლემაა გამაფრთხილებელი ბანერების არარსებობა და წინასწარი გაფრთხილების სუსტი სისტემები. წყლის ობიექტებზე არსებული საფრთხეების შესახებ აუცილებელია, საზოგადოება დროულად და ეფექტიანად იყოს ინფორმირებული. 

თბილისის ზღვაზე, ე. წ. კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც წყალსაცავს საინჟინრო არხით მდინარე იორის წყალი უერთდება, ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის შემცველ ადგილად არის მიჩნეული. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების - „სიკვდილის ზონები საქართველოში“ თანახმად, ამ ადგილას 2016 წლის 4 აგვისტოს 9 წლის გიორგი ძულიაშვილი ნაპირთან ახლოს დედის თვალწინ დაიხრჩო. 

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას, შეისწავლოს და დაადგინოს, რამდენად უსაფრთხოა ბანაობა თბილისის ზღვაზე მოქალაქეების მიერ კუსტარულად მოწყობილ რეკრეაციულ ადგილებში. ამავე დროს, ზოგადად, გადასაწყვეტია, სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, რამდენად მიზანშეწონილია ბანაობა თბილისის წყალსაცავში, რომელიც საქართველოს დედაქალაქის სასმელი წყლის მთავარი აუზია. 

კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს სამოქალაქო აქტივისტებს, სტუდენტებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველოში დაცული იყოს სიცოცხლის უფლება, შემოუერთდეს აქციას.

კამპანია „იცურე მშვიდად“ 2018 წლის 16 ივლისს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანია აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ.

საკონტაქტო პირი - ლანა გიორგიძე. ტელ.: 598 467070 

ახალი ამბები