კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის ინსტიტუტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

8 ოქტომბერი, 2019
 
მედიის ინსტიტუტი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს, რომ დღემდე, 5 თვის ვადაში, ვერ მოხერხდა ახალი დირექტორის არჩევა.

იმის შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭოს მიერ, იმპიჩმენტით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა დირექტორი, უკვე სამი კონკურსი გაიმართა და აღნიშნული თანამდებობა კვლავ ვაკანტურია. ხუთი თვეა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დირექტორის გარეშე აგრძელებს მაუწყებლობას, რაც შეეხება მეოთხედ გამოცხადებულ კონკურსს, იგი სასამართლოს განჩინებით შეჩერდა. ამ მოთხოვნით სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გოგა კოხრეიძემ მიმართა. იგი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომის ის ოქმი, რითაც მესამე კონკურსი ჩაიშალა და გოგა კოხრეიძე უნდა გამოცხადდეს არჩეულ დირექტორად. 

აჭარის მაუწყებლის დირექტორობის მე-4 კონკურსის შეჩერებას და გიორგი კოხრეიძის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობად მიიჩნევს.

მედიის ინსტიტუტი იზიარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლს საზოგადოების ინფორმირებაში, რაც გარანტირებულია კანონმდებლობით. კერძოდ, საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის. 

მედიის ინსტიტუტი მხარს უჭერს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი     სარედაქციო  პოლიტიკის მნიშვნელობას, რითაც აქამდე გამოირჩეოდა აჭარის ტელევიზია.

მედიის ინსტიტუტი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ქმედებითა თუ უმოქმედობით ხელი არ შეუშალონ ახალი დირექტორის არჩევის პროცესს, რომელიც უნდა წარიმართოს კანონის დაცვით, გამჭვირვალედ და ობიექტურად. 

მედიის ინსტიტუტი

ახალი ამბები