კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ანგარიშს - '20-21 ივნისის მოვლენები - სამართლებრივი ანალიზი'

25 ოქტომბერი, 2019
29 ოქტომბერს 14:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, 20-21 ივნისის საპროტესტო დემონსტრაციებისა და თანმდევი მოვლენების შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ანგარიში ქრონოლოგიურად მიმოიხილავს 2019 წლის 20 ივნისამდე, უშუალოდ საპროტესტო აქციის დროს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ ძალადობრივი მმართველობის სტილს. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დაშლისას გამოყენებულმა არაპროპორციულმა და გადამეტებულმა საპოლიციო ძალამ სამართლიანად დატოვა აქციის მონაწილეთა დასჯის შთაბეჭდილება. 

სამწუხაროდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 2007 წლის 7 ნოემბერთან და 2011 წლის 26 მაისთან ერთად, გაჩნდა სახელმწიფოს მხრიდან ხალხზე ძალადობის აღმნიშვნელი ახალი თარიღი - 20-21 ივნისი. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტების შემდგომი პრევენციისთვისათვის, აუცილებელია, განვითარებული მოვლენების სწორი და ზუსტი შეფასება, ასევე - დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში მიმოხილულია აქციის დაშლის ფორმალური საფუძვლები და სამართლებრივი შეფასება, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები, მომიტინგეთა დაკავებები და სასამართლო პროცედურები. ანგარიშს ასრულებს რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიმართ.

ანგარიში მომზადდა პროექტის „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ მიერ.

ახალი ამბები