17:26, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კამპანია 'იცურე მშვიდად' - კვლევის პრეზენტაცია და საგამოძიებო ფილმის ჩვენება

07.11.2019

14 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში კამპანია „იცურე მშვიდად“ წარმოადგენს სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის კვლევას - „წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი ქართულ კანონმდებლობაში“.

კვლევის პრეზენტაციამდე, ასევე, ნაჩვენები იქნება სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება - „სიკვდილის ზონები“, რომელშიც ასახულია წყლის ობიექტებზე არსებული საგანგაშო ვითარება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კამპანიის მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრები, რომლებმაც არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, დროულად შეიმუშაოს საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკა წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისთვის. 

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან თბილისის მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. 

კამპანია „იცურემშვიდად“ 2018 წელს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის დაპროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიას მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქციების, დისკუსიების მოწყობა და ადვოკატირება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC