კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით

18 ნოემბერი, 2019
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება 17 ნოემბერს ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტს, რომლის შედეგად გარდაიცვალა მოქალაქე ლევან აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა ლევან აბაშიძის სამართლებრივ ინტერესებს, რომელმაც ორგანიზაციას დახმარების თხოვნით 2016 წელს მომართა. 

ლევან აბაშიძე აცხადებდა, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა საქართველოს მოქალაქისთვის მინიჭებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, მას პრობლემები ექმნებოდა სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას. მესაზღვრეები მას უცხადებდნენ, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რატომ უზღუდავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას, მაგრამ ჰქონდათ დავალება, რომ იგი არ შემოეშვათ საქართველოში. 

2016 წელს ლევან აბაშიძე საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმეში ჩართვის შემდეგ შემოვიდა. ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაეცვათ ლევან აბაშიძის უსაფრთხოება და უზრუნელეყოთ საქართველოში მისი თავისუფლად, ყველანაირი საფრთხის გარეშე, შემოსვლა და ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილების უფლება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს ლევან აბაშიძემ 2016 წლის დეკემბრის თვეში  წერილობით მომართა, სადაც განმარტავდა რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან  ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ მას დაეტოვებინა ქვეყანა, წინაღმდეგ შემთხვევაში „საკუთარი თავისთვის დაებრალებინა რაც დაემართებოდა“.

2018 წელს ლევან აბაშიძეს კვლავ შეექმნა პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს, რის გამო ადამიანის უფლებათა ცენტრმა განმეორებით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უზრუნელყოთ მისი ქვეყანაში შემოსვლა და უსაფრთხოება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს გამოძიებას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტებით და საბოლოო დასკვნებამდე სრულად უზრუნველყოს ყველა გარემოების მიუკერძოებელი, ობიექტური გამოკვლევა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრში დაცულია ლევან აბაშიძის ვიდეომიმართვა, სადაც იგი საუბრობს დევნაზე და შევიწროებაზე. ორგანიზაცია, მზადაა, ვიდეომიმართვა მიაწოდოს გამოძიებას და ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე - მედიას.

ახალი ამბები