კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის ინსტიტუტი ეხმაურება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების ნაწილის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაძევებას

16 დეკემბერი, 2019
 
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 12 დეკემბერს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო, რომელზეც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მოწოდების შემდეგ - მედიას დაეტოვებინა დარბაზი, მანდატურებმა ისინი უხეში ფორმებით გამოყარეს კომიტეტის სხდომიდან. მანდატურების ამ ქმედებას დეპუტატთა ნაწილის მოწოდებები ახალისებდა.

მედია ინსტიტუტი გმობს პარლამენტში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებას. დაუშვებლია მედიის მიმართ მსგავსი მოპყრობა, მით უფრო, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება ახალისებს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობას და საფრთხეს უქმნის საქართველოში მედია გარემოს.

აუცილებელია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ დროს საკომიტეტო მოსმენით განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი, რაც საზოგადოებაში ამ თემის ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. მეტიც, ამ დროს დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება მიმდინარეობდა და ბუნებრივია მედიას ჰქონდა ლეგიტიმური ინტერესი გაეშუქებინა კონფლიქტის აღნიშნული სხდომა.

“მედია ინსტიტუტი” მიესალმება გავრცელებული ინფორმაციას - საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს, სრულად და ობიექტურად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და დასაჯოს დამნაშავეები.

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა პარლამენტში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.

ახალი ამბები