კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ლაგოდეხის პოლიციის უფროსის და სხვა პოლიციელების სავარაუდო დანაშაულის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს

19 დეკემბერი, 2019
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იცავს ტარიელ შეითნიშვილს, რომელიც პოლიციამ 1 დეკემბერს დააკავა ადმინისტრაციული წესით, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. დაკავებისას პოლიციელებმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც ტარიელ შეითნიშვილის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა. 

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მაგრამ ტარიელ შეითნიშვილი დაზარალებულად ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ტარიელ შეითნიშვილი იხსენებს, რომ 1 დეკემბერს ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში ,,გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის გვერდით იდგა მერსედესის მარკის ავტომანქანით.  მანქანაში ჰყავდა, ასევე, თავისი ძაღლი. პატრულირებისას მანქანა შენიშნეს ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც შეითნიშვილი იცნობს და ასახელებს სახელებით და გვარებით. მათ შორის იყო შს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი კლიმიაშვილი. 

ტარიელ შეითნიშვილის ჩვენებით, პოლიციელებმა მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა და პირადობის მოწმობის წარდგენა. საპასუხოდ მან მანქანიდან გადმოსვლამდე დაიწყო მანქანის მინების აწევა, რათა ძაღლი არ გადმომხტარიყო ფანჯრიდან. პოლიციელებს, სავარაუდოდ, არ მოეწონათ, რომ მაშინვე არ გადმოვიდა მანქანიდან და ისე, რომ არც უცდიათ სიტუაციის გარკვევა, ძალით გამოუხსნეს მანქანის კარი, გადმოათრიეს მანქანიდან და ათრიეს ასფალტზე. ერთ-ერთმა პოლიციელმა ყელში ხელი წაუჭირა. ცემდნენ თავის არეში. ბოლო გადაიყვანეს პოლიციაში და გზად ასევე ცემდნენ. 

ტარიელ შეითნიშვილი აცხადებს, რომ პოლიციაში მისვლისას იგი დიდი ხნით გააშიშვლეს, თითქოსდა ჩხრეკის მიზნით, რის გამოც მის ჯანმრთელობას მიადგა სერიოზული ზიანი და დასჭირდა სამედიცინო დახმარება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები