კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება პრესკლუბ 'კვირაში' პრესკონფერენციის ჩაშლის გამო

23 იანვარი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია დღეს პრესკლუბ „კვირაში“ დაგეგმილი პრესკონფერენციის ჩაშლის გამო. ორგანიზაცია ორი დღით ადრე შეუთანხმდა პრესკლუბის წარმომადგენელს, რომ „კვირას“ სივრცეში გამართავდა პრესკონფერენციას საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმეზე, რომელშიც სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაული იკვეთება. 

დღეს, პრესკონფერენციის დაწყებამდე 5 წუთით ადრე, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, იურისტს და დაზარალებულის ადვოკატებს პრესკლუბის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ „ტექნიკური პრობლემის გამო“ პრესკონფერენცია პრესკლუბში ვერ გაიმართებოდა და მოუწოდეს მათ, ჩასულიყვნენ ეზოში, სადაც კომენტარებს ჩაწერდნენ ჟურნალისტები. ეს მოწოდება ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებისთვის იყო შეურაცხმყოფელი, ვინაიდან პრესკლუბის წარმომადგენლები არ განმარტავდნენ, კერძოდ, რა ტექნიკური პრობლემა უშლიდა ხელს პრესკონფერენციის ჩატარებას. ამავე დროს, ტელევიზიების ჟურნალისტები და ოპერატორები პრესკლუბის სივრცეში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდნენ და მზად იყვნენ, პირდაპირ ეთერში ჩაეწერათ პრესკონფერენცია. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ პრესკლუბზე განხორციელდა ზეწოლა და მიუხედავად ადამიანის უფლებათა ცენტრისა და პრესკლუბის ხანგრძლივი თანამშრომლობისა, გამიზნულად მოხდა ამ კონკრეტული თემის დაბლოკვა. 

თემის გაშუქებაში სავარაუდო ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ზურა ხუციშვილის საქმეზე პრესკონფერენცია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გამართა. პრესკონფერენციის შემდეგ ორგანიზაციას დაუკავშირდა პრესკლუბის მთავარი რედაქტორი და განაცხადა, რომ პრესკლუბს გაუფუჭდა კუთვნილი კამერა, რის გამოც ვერ მოახერხებდნენ პრესკონფერენციის გადაღებას. ეს იყო პრესკონფერენციის ჩაშლის მიზეზი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 
 

ახალი ამბები