06:44, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრის აქცია - 'მოითხოვე დეპოლიტიზებული პროკურატურა'

26.01.2020

 
ხვალ, 27 იანვარს, 12:00 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ირაკლი შოთაძის მიერ სხვადასხვა დროს დაზარალებულ ადამიანებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, საპროტესტო აქციას გამართავს. 

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე წარადგინა.

შოთაძე 2018 წლის 31 მაისს გადადგა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები, გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად. პროტესტი იმდენად ხმაურიანი იყო, რომ შოთაძე იძულებული გახდა გადამდგარიყო. 

პროკურატურის მიმართ, წლების განმავლობაში, არსებული მოთხოვნა, ამ უწყების დეპოლიტიზებასა და მისი გამჭვირვალობის გაზრდასთან დაკავშირებით, 2017 წლის საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 
შოთაძე ყოველთვის ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო და გენერალური პროკურორის ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, მისი პიროვნული მიკერძოებულობა მუდმივად ასუსტებდა. ამასვე ადასტურებს 2019 წლის სექტემბერში, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადება. ხაზარაძის თქმით, სოლოლაკში, ივანიშვილის სახლში, გამართული არაფორმალური შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე სწორედ ირაკლი შოთაძე იყო. 

შოთაძის სახელი უკავშირდება არაერთ გახმაურებულ საქმეში გამოძიების არაეფექტურობას, მიკერძოებულობას და იმ უამრავ გაუხსნელ საქმეს, რომელთა დაზარალებულებიც დღემდე სამართალს ეძებენ. 

შოთაძის გენ პროკურორობის პერიოდს უკავშირდება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, გამოძიების პროცესში გამოვლენილი მთელი რიგი დარღვევებით; 

თბილისის ცენტრალური უბნიდან, დღის საათებში, ბაქოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმეზე გამოძიების არაეფექტურობა. 

შოთაძის პროკურორობას უკავშირდება ბიზნესმენ დავით ადეიშვილზე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეც, რომელიც ასევე მოხვდა პროკურატურაში ირაკლი შოთაძის თანამდებოაზე ყოფნისას. შესაბამისად, ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩდა და დღემდე არავინ მიცემულა პასუხისმგებლობაში. 

შოთაძის მთავარ პროკურორობას უკავშირდება ე.წ. „ციანიდის საქმის“ გამოძიებაც, რომელიც დღემდე უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს საზოგადოებაში. 

ამ ფონზე შოთაძის ხელახალი არჩევა პირდაპირი სიგნალია სისტემური პოლიტიზირების ლეგიტიმაციის, რაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის შინაარსს კიდევ უფრო აუფასურებს. 

მივმართავთ, საპროკურორო საბჭოს წევრებს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და უზრუნველყოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა. 

სწორედ ამ მოთხოვნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ორშაბათს, 27 იანვარს, 12:00 საათზე, შოთაძის პროკურორობის დროს დაზარალებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, გამართავს საპროტესტო აქციას, გენერალურ პროკურატურასთან (ქ. თბილისი, გორგასლის 24).

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC