13:00, Thursday, 29.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2019

29.01.2020

 
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია  

ხვალ, 30 იანვარს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. 

ანგარიშის მიზანია, შეაფასოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში, მათი რეაგირების ხარისხი უფლებების დარღვევებზე, მართლმსაჯულების ეფექტიანობა და განხორციელებული საკანონმდებლო თუ სისტემური ცვლილებები, რომლებიც მიმართული უნდა იყოს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების  დამკვიდრებისკენ.

 ანგარიში სამართლებრივ ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს და მოიცავს საკვანძო მიმართულებებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: კანონის წინაშე თანასწორობა, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებებში, ოკუპაცია და მისი შედეგები ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე, შრომის უფლება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, მედიის თავისუფლების საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობა, LGBTQ+ პირთა უფლებები, ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ოჯახში ძალადობის ფაქტები, საარჩევნო სისტემა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ა.შ.

2019 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხი.  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება არჩეულ მოსამართლეთა კომპეტენტურობაში, რაც კიდევ უფრო აზარალებს სასამართლოს იმიჯსა და მისდამი ნდობას.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის მხრივ,  2019 წელსაც არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი. 20-21 ივნისის მოვლენების დროს, პანკისის ხეობაში ჰესებთან და დედაქალაქში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე, განსაკუთრებული პრობლემა გამოიკვეთა აქციების სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშლისას, როდესაც ნათლად გამოჩნდა სისტემური ხარვეზები.  კვლავ შემაშფოთებელია სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები და სამართალდამცავთა გადაცდომებზე სახელმწიფოს რეაგირების დეფიციტი. 

საქართველოში მედია გარემო 2019 წელსაც პოლარიზებულია. ისევ აქტუალურია სახელმწიფოს მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სხვადასხვაგვარი მცდელობები. განსაკუთრებით პრობლემური იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლისა და ჟურნალისტთა რეკორდული რაოდენობის ფიზიკური დაზიანება 20-21 ივნისის მოვლენებისას, რაზეც შესაბამის უწყებებს დღემდე არ მოუხდენიათ ადეკვატური რეაგირება. 

2019 წელსაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მოვლენათა სრულყოფილი დოკუმენტირება შეუძლებელია როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გაყინული ურთიერთობების ფონზე კი რეაგირების გარეშე  რჩება მრავალი დანაშაულებრივი ქმედება. საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ ადამიანებს ეზღუდებათ მთელი რიგი უფლებები, რაც კვლავაც ტოვებს ჰუმანიტარული კრიზისის რისკებს როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ქვეყანაში კვლავ დიდი პრობლემაა სხვადასხვა უმცირესობების დისკრიმინაცია და სტიგმატიზება. განსაკუთრებით მოწყვლადია LGBTQ+ თემი, რომელთა უფლებები მთელი წლის განმავლობაში ირღვეოდა. მნიშვნელოვანი რეაგირების გარეშე რჩება ულტრაკონსერვატორი ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებები. კვლავ დეფიციტურია თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული იდეებისადმი ხელისუფლების ერთგულება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC