03:01, Friday, 23.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე, 2019

31.01.2020

სრული სახით ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიში იხ. ამ ბმულზე:  
ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე, 2019

·         2019 წლის განმავლობაში გრძელდებოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო/გამყოფ ხაზებზე.

·         2019 წლის სექტემბერში დაიკეტა სამხრეთ ოსეთისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი ორი გამშვები პუნქტი. მათგან ერთ-ერთის, კერძოდ - დაბა ახალგორისა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დამაკავშირებელი გადასასვლელის დაკეტვის შედეგად, დაბა ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა. ახალგორში სიტუაცია დღემდე მძიმეა. მოსახლეობას შეზღუდული აქვს წვდომა სამედიცინო სერვისებზე, მედიკამენტებსა და სამედიცინო დახმარებაზე.

·         სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე გრძელდება ადამიანების უკანონო დაკავებები რუსეთის ფედერაციის სასაზღვრე ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის, ისეთ ადგილებში, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა აქამდე შეზღუდვის გარეშე სარგებლობდა. უკანონო დაკავებებს აქვს თვითნებური ხასიათი, არ შეესაბამება სამართლებრივი განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპებს და არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრულ პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას.

·         2019 წლის 9 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრე ძალების წარმომადგენლებმა ახალგორის გამყოფ ხაზთან დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი. 20 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი დამნაშავედ სცნო „სახელმწიფო საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთაში“ და სასჯელის სახით ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა დახურულ სასამართლო სხდომაზე.

·         2019 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების კუთხით მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა 2019 წლის დეკემბერში, ჰააგაში, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეაზე პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს სიტუაციის გამოძიებას თან ახლავს არაერთი გამოწვევა, მათ შორის - ომის შემდეგ გასული ხანგრძლივი პერიოდი და რუსეთის უარი სასამართლოსთან თანამშრომლობაზე. ამის მიუხედავად, ბენსუდას განცხადებით, გამოძიება აქტიურ ფაზაშია შესული და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გარკვეულ შედეგებამდე მივიდეს.

·         ადამიანის უფლებათა ცენტრი 2019 წლის განმავლობაში აგრძელებდა ადვოკატირებას 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვისა და ეროვნულ დონეზე გამოძიების გაგრძელების მიზნით. 2019 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის შედეგად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 7 მოქალაქეს და გამოიტანა შესაბამისი დადგენილება. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვების შედეგად ბოლო სამი წლის განმავლობაში გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 49 პირს.  
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC