08:00, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრის და დამოუკიდებელი იურისტების საპროტესტო აქცია გენერალურ პროკურატურასთან

03.02.2020

 
ხვალ, 11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის ორგანიზებით გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძესთან ხვალინდელ გასაუბრებას უკავშირდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს წევრებს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. 

ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს გადადგა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები მიკერძოებულ და არაეფექტიან გამოძიების პროცესთან დაკავშირებით. 

2017 წლის საკანონმდებლო რეფორმის მიუხედავად, პროკურატურა კვლავ რჩება პოლიტიზებულ უწყებად. ხოლო ირაკლი შოთაძე კვლავ ხელისუფლებასთან აფილირებულ კადრად განიხილება, რის გამოც შეუფერებელია გენერალური პროკურორის თანამდებობისათვის. 

ირაკლი შოთაძის სახელი უკავშირდება არაერთ გახმაურებულ საქმეში გამოძიების არაეფექტურობას, მიკერძოებულობას და იმ უამრავ გაუხსნელ საქმეს, რომელთა დაზარალებულებიც დღემდე სამართალს ეძებენ. 

შოთაძის გენერალური პროკურორობის პერიოდს უკავშირდება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, გამოძიების პროცესში გამოვლენილი მთელი რიგი დარღვევებით. 

თბილისის ცენტრალური უბნიდან, დღის საათებში, ბაქოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმეზე გამოძიების არაეფექტურობა. 

შოთაძის პროკურორობას უკავშირდება ბიზნესმენ დავით ადეიშვილზე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეც, რომელიც ასევე მოხვდა პროკურატურაში ირაკლი შოთაძის თანამდებოაზე ყოფნისას. შესაბამისად, ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩდა და დღემდე არავინ მიცემულა პასუხისმგებლობაში. 
შოთაძის მთავარ პროკურორობას უკავშირდება ე.წ. „ციანიდის საქმის“ გამოძიებაც, რომელიც დღემდე უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს საზოგადოებაში. 

შემაშფოთებელია 2019 წლის სექტემბერში, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ სოლოლაკში, ივანიშვილის სახლში გამართული არაფორმალური შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე სწორედ ირაკლი შოთაძე იყო.

ამ ფონზე შოთაძის ხელახალი არჩევა პირდაპირი სიგნალია სისტემური პროკურატურის პოლიტიზების ლეგიტიმაციის. 

მივმართავთ, საპროკურორო საბჭოს წევრებს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და უზრუნველყოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC