კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაკანსია: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი

6 თებერვალი, 2020
 
“ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)” აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგი.

სამუშაო განაკვეთი: არასრული

ძირითადი მოვალეობების აღწერა:
სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სასწრაფო განცხადებების/მიმართვების მომზადება; 
კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი;
ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
პროგრამის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის საქმიანობის სფეროსთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება:   ანაზღაურება  990 ლარი (დარიცხული)

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

რეზიუმე (СV);
სამოტივაციო წერილი 
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: <85>hridc@hridc.org  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ადამიანის უფლებათა იურისტი-ანალიტიკოსი.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 18  თებერვალი 18 :00  საათი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.

ახალი ამბები