არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხდებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე (არასრულ განაკვეთზე).
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგი.
სამუშაო ადგილი - თბილისი
მოვალეობები:
პროექტის ფარგლებში კომუნიკაციის სტრატეგიის და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით მესიჯების შემუშავება, საუკეთესო საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;
ორგანიზაციის ვებგვერდის და სოციალური ქსელების (Twitter, Facebook, Instagram, YouTube,) მართვა, პოპულარიზაცია და განვითარება;
პროექტის გუნდთან ერთად სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; ადგილიდან ორგანიზაციის სოციალური ქსელების ვებგვერდებიდან პირდაპირი ჩართვების (live streaming) განხორციელება;
პროექტის ფარგლებში, სპეციალური ღონისძიებების/ივენთების ორგანიზება და მართვა;
საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების, რადიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და პროექტის გუნდის მონაწილეობით სატელევიზიო და რადიო გადაცემების დაგეგმვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებები); უპირატესობა მიენიჭებათ პიარისა და კომუნიკაციის დარგის სპეციალისტებს;
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარები (მათ შორის ინგლისურად);
IT, ციფრული, მულტიმედიური და კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა;
ობიექტურობა, პუნქტუალობა, ანალიტიკური უნარი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია;
დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
ანაზღაურება: ანაზღაურება 990 ლარი (დარიცხული)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
რეზიუმე (СV);
სამოტივაციო წერილი
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hridc@hridc.org გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 თებერვალი 18 :00 საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.