კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის ინსტიტუტის განცხადება აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებული მოვლენების შესახებ

20 თებერვალი, 2020
 
მედიის ინსტიტუტი კრიტიკულად აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ მოვლენებს. კვლავ საფრთხეშია სარედაქციო დამოუკიდებლობა, რადგან მაუწყებლის მენეჯმენტი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს.

მედიის ინსტიტუტი აკვირდება მოვლენებს და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, არ ჩაერიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში. მით უფრო, რომ კრიტიკული მედიის არსებობა წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიითა და რადიოთი დაინტერესება მაუწყებლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებით დაიწყო. მედიის ინსტიტუტი არაერთხელ გამოეხმაურა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, რადგან ვიზიარებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლს საზოგადოების ინფორმირებაში. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ დაანონსებული, საშტატო განრიგის ცვლილებების გეგმა აჭარის ტელევიზიაში ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე დირექტორების მოადგილეების შტატის გაუქმებას ითვალისწინებდა. ტელევიზიის დირექტორის გეგმა სამართლიანად აღიქმება როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ამის გათვალისწინებით, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა მხარდამჭერი აქციები 16 თებერვალს ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო 17 თებერვალს თბილისში, ოზურგეთსა და ახალციხეში გაიმართა.

პროტესტის მიუხედავად, 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ საშტატო ერთეულების შემცირებას მხარი დაუჭირა.

გიორგი კოხრეიძის აღნიშნული ინიციატივით, ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს, ბესო დუმბაძესა და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია შაშიკაძეს. შესაბამისად, მათ ტელევიზიის დატოვება მოუწევთ. გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვალს შევა.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები უკვე რამდენიმე თვეა, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მმართველი გუნდის და ტელევიზიის ახლადდანიშნული დირექტორის - გიორგი კოხრეიძის მხრიდან არსებულ ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ, რისი მიზანიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

მედიის ინსტიტუტი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კოხრეიძის მიკერძოებული პოლიტიკის შედეგად დაზარალებულ ჟურნალისტებს და მხარს უჭერს მათ მოთხოვნებს.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, არ მოექცეს ხელისუფლების გავლენის ქვეშ, რადგან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დევნა და შეზღუდვა ხელს შეუშლის საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებას, კიდევ უფრო გააღრმავებს მედიასივრცეში არსებულ პოლარიზაციას და შეაფერხებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
                                                                                                                    მედიის ინსტიტუტი

ახალი ამბები