კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელდარ გუნდიშვილს რუსი ოკუპანტების მიერ მიყენებული დაზიანებები დღემდე აღენიშნება

18 მარტი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში მცხოვრებ ელდარ გუნდიშვილს რუსი ოკუპანტების მიერ დაკავების დროს მიყენებული დაზიანებები დღესაც აღენიშნება. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ სხეულის დიდ ნაწილზე გუნდიშვილს სისხლჩაქცევები და ფიზიკური ძალადობის კვალი ემჩნევა. თუმცა, როგორც გუნდიაშვილი ამბობს, ის რუს სამხედროებს განზრახ არ უცემიათ და დაზიანებები დაკავებისას, შეხლა-შემოხლის, დროს მიიღო.
 
,,გავუძალიანდი დაკავების დროს, რა დროსაც წავიქეცი და იქ მივიღე დაზიანებები, იმ დროს ვერ ვიგრძენი ვერაფერი და საჭიროდ არ ჩავთვალე, მეთქვა. პოლიციამ დაკითხვაზე წამიყვანა, ექიმთანაც მიმიყვანეს ექსპერტიზაზე. ექიმმა გასინჯვის შემდეგ მითხრა, რომ საფრთხის შემცველი დაზიანებები არ არის”, - აცხადებს ელდარ გუნდიშვილი.  

ელდარ გუნდიშვილის დაკავებას თვალს ადევნებდა მისი მეუღლე. მარიამ გუნდიშვილის თქმით მისი მეუღლე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა.

,,ორი რუსი სამხედრო იყო, დავინახე, რომ ჩემი მეუღლე ძირს იყო წაქცეული და ერთი შეუიარაღებული ფორმიანი იდგა მასთან ახლოს. მივხვდი, რომ დაჭერილი ჰყავდათ რუსებს. ელდარი კი არ იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული, არამედ რუსები იყვნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულები. ჩემს მეუღლეს, დაკავების შემდეგ რომ გაათავისუფლეს, სუნთქვა უჭირდა, რაზეც მიპასუხა, რომ დაკავების დროს მიიღო ეს დაზიანებები და გათავისუფლებიდან  მესამე  დღეს უკვე სხეულზე აღენიშნებოდა ჩალურჯებები."- აცხადებს მარიამ გუნდიშვილი, რომელიც მისი მეუღლის სხეულზე არსებული დაზიანებების მიხედვით ეჭვობს, რომ დაკავების დროს რუსი სამხედროები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

,,ჩემი მეუღლე დეტალებს ვერ იხსენებს, თუმცა აშკარად ეტყობა, რომ ფერდის არეში ჩარტყმული აქვს, მხოლოდ დაცემით ასეთ დაზიანებებს ვერ მიიღებდა",- ამბობს მარიამ გუნდიშვილი.     

თავდაპირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდიშვილი საოკუპაციო ძალების მიერ იყო ნაცემი. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ელდარ გუნდიშვილი კიდევ ერთხელ გამოკითხეს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში, იქიდან გამოსულმა კი თქვა, რომ რუს სამხედროებს არ უცემიათ და არც არაფერი აწუხებდა. 

,,ცემა არ ყოფილა, უბრალოდ ვიჭიდავეთ. როცა გავუძალიანდი და წავიქეცი, მაშინ ვიტკინე ფერდი. დაჟეჟილობა მქონდა, ახლა აღარაფერი მტკივა", - განუცხადა სამხარეო პოლიციის შენობიდან გამოსულმა ელდარ გუნდიშვილმა ჟურნალისტებს. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩავიდა და ელდარ გუნდიშვილი გასინჯა. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ გუნდიშვილს სხეულზე სისხლჩაქცევების კვალი ამჩნევია, თუმცა ელდარ გუნდიშვილის თხოვნით, გაფრინდაშვილმა დეტალებზე არ ისაუბრა, მხოლოდ ის თქვა, რომ ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩნენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები.

,,საბედნიეროდ, ახალა განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება არ სჭირდება, მაგრამ ყურდღება სჭირდება, თუნდაც იმის გამო, რომ ჯარიმა უნდა გადაიხადოს -  5 000 რუბლის ოდენობით,  რადგან რამდენჯერმე იყო დაკავებული. 5 000 რუბლი დაახლოებით 300 ლარია, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი თანხაა ჩვენი სოფლის მოსახლეობისთვის. მე სახელმწიფოს პოლიტიკას ამ მხრივ ვამართლებ, იმიტომ, რომ არ შეიძლება, სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ამ თანხის პირდაპირ დაფინანსება, რაც არაპირდაპირად იქნება ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობების აღიარება, და ამის გათვალისწინებით, არასმთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ან საქველმოქმედო ფონდების დახმარებით უნდა ხდებოდეს დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებული ყურდღება სჭირდება და მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მიტოვებულები და მათზე ქვეყანა ფიქრობს", - აცხადებს ვაჟა გაფრიდაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავადაც იყო ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში.    

ელდარ გუნდიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით 27 თებერვალს დააკავეს, 28 თებერვალს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. გუნდიშვილის განცხადებით, მას ოსმა მეგობარმა გადაუხადა ჯარიმა და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლეს ის უკანონო პატიმრობიდან.

ახალი ამბები