კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბესიკ თამლიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, სასამართლო პროცესი გრძელდება

25 მარტი, 2020

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი 23 მარტს 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

აქამდე ბესიკ თამლიანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორი ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესის ამ კონკრეტულ სხდომაზე მოსამართლემ არ დაუშა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მომიზეზებით.

როგორც ბესიკ თამლიანის ადვოკატმა პროცესიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე იაშვილმა ამჯერად თავისი ინიციატივით განიხილა ბრალდებულის პატიმრობის  ძალაში დატოვების საკითხი და მას პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მოსამართლის ინიციატივას პროკურატურაც დაეთანხმა.

აღსანიშნავია, რომ 10 დღით ადრე - 13 მარტს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუადგომლობა თამლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ამ შუადმგომლობას პროკურატურამაც არ დაუჭირა მხარი. 

ბესიკ თამლიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში,  მოცემულ ეტაპზე სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით ბრალდებულ პირთა 12 სასამართლო პროცესს აკვირდება. მათ შორის არის ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი. თამლიანს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

პენიტენციური დაწესებულება ბესიკ თამლიანმა 23 მარტს დატოვა. გირაოს პირობებით, მას ასევე აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა და დაევალა პასპორტის ჩაბარება. 


ახალი ამბები