კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა

30 მარტი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც  საქართველოს კანონში - ,,პატიმრობის კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 

საკანონმდებლო წინადადებით, პარლამენტის მიერ მისი გაზიარების შემთხვევაში,  ახლებურად უნდა დარეგულირდეს დისციპლინური დარღვევის სახეები, რათა მათი გამოყენება განხორციელდეს ადეკვატურად და პროპორციულად. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, უნდა განისაზღვროს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დისციპლინური სამართალწარმოება ჩატარდეს მხოლოდ ზეპირი მოსმენით, სულ მცირე - მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დისციპლინარული დარღვევის არსებობისას. ასევე, წინადადება იმ არსებული რეგულაციის შეცვლას ითვალისწინებს, რომლითაც სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმარს ავტომატურად ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე, სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება. საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს, ბრალდებულის/მსჯავრდებული პირის მიერ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრებისას, მის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ყოველთვის იყო პატიმართა (მსჯავრდებული/ბრალდებული) უფლებების დაცვა.

ცენტრმა, წლების განმავლობაში, არაერთი პროექტი განახორციელა და, საბოლოოდ, ამ მიმართულებით, საკმაოდ დიდი გამოცდილების დაგროვება შეძლო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები  უკვე წლებია, სახალხო დამცველის მანდატის გამოყენებით, ადგილზე აკვირდებიან ციხეებში არსებულ სიტუაციას და მონიტორინგს უწევენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

2018 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, პარტინიორ ორგანიზაციებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში,  განახორციელა მონიტორინგი.

მონიტორინგის ფარგლებში, 2019 წელს, ორგანიზაციამ მოამზადა „პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში“, რომელშიც წარმოდგენილია პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციები. მონიტორინგის ფარგლებში ვიზიტები განახორციელეს არასამთავრობო ორგანიზეციების - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ და „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ - წარმომადგენლებმა. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში.

კვლევის ფარგლებში დამუშავებული  ინფორმაციითა და მონიტორინგის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე დაყრდნობით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიშშივე ასახა გარკვეული რეკომენდაციები, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტის მიმართ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის, საქართველოს სახალხო დამცველის სხვადასხვა წლის რეკომენდაციების გათვალისწინებითა და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების მიერ პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას იდენტიფიცირებული პრობლემების ანალიზის გზით, ორგანიზაციამ მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კანონში - „პატიმრობის კოდექსის“ რამდენიმე მუხლში ცვლილებების შეტანას, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პატიმართა უფლებრივ მდგომარეობას. 

ზემოაღნიშნული ცვლილებათა პაკეტი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გადაეგზავნა საქართველოს პარლმენტს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად სწრაფად განიხილავს აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას და მხარს დაუჭერს მას. 

ახალი ამბები