კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების დახურვას აპროტესტებს

2 აპრილი, 2020
 
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორი არ დაუშვა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესზე. ამ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ბრალდება 16 წლის წინანდელ გახმაურებულ სპეცოპერაციას უკავშირდება - 2004 წლის 24 ნოემბერს პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების ფაქტობრივ დახურვას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების მიერ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების სასამართლო სხდომებზე დასწრების აკრძალვა მიუთითებს, რომ უხეშად ირღვევა სასამართლო პროცესების ღიაობა და საჯაროობა.  
 
ამავე დროს, სასამართლოს მხრიდან შეინიშნება არაერთგვაროვანი მიდგომა, რადგან 31 მარტს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ცენტრის მონიტორს უფლება მისცა, დასწრებოდა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღძრული მეორე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესს. ეს საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომების სრული ან ნაწილობრივი დახურვის პრაქტიკა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით.
 
საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია სასამართლო პროცესების დისტანციური წესით გამართვა, რაც ამ პროცესების სრულად ან ნაწილობრივ დახურვას არ გულისხმობს. პროცესების დისტანციურად გამართვის პირობებში, მასში მხარეთა მონაწილეობის გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის - მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა ინტერნეტარხებით (როგორიცაა - YOUTUBE, ZOOME...) ან სასამართლოს ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილი ლაივ-სტრიმინგით.
 
მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პირველად  შეზღუდა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის დაშვება სასამართლო პროცესზე, ორგანიზაციამ წერილობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა დაუშვას ცენტრის მონიტორები სასამართლო სხდომებზე. სასამართლოს ორგანიზაციის წერილზე ჯერჯერობით არ უპასუხია.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები