კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საგანგებო მდგომარებისას ჯარიმებისა და პოლიციელთა შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესახებ

9 აპრილი, 2020
 ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 1 აპრილიდან დამატებით შემოღებულია კომენდანტის საათი 21:00-დან 6:00 საათამდე. საგანგებო მდგომარეობის, მათ შორის - კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევებისათვის განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 15000 ლარის ოდენობით. განმეორებით დარღვევის შემთხვევებისათვის დაწესებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოწერილია მრავალი ჯარიმა. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოწერილი ჯარიმები გაასაჩივრონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ჯარიმის გამოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. საჩივარი შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც შსს-ში, ისე პირდაპირ სასამართლოში, მითითებული ვადის დაცვით. 

საგანგებო მდგომარეობისას ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას. სოციალურ ქსელში მოქალაქეები გამოთქვამდნენ პრეტენზიას მათ მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. გავრცელდა რამდენიმე ვიდეომასალაც, სადაც იკვეთება შსს თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება და გამოავლინოს პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, უზრუნველყოს ამ მხრივ განსაკუთრებული კონტროლი, რათა საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღიკვეთოს და არ მოხდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარებისა და კომენდანტის საათის მოთხოვნებს, რათა შესრულდეს ამ შეზღუდვების მიზანი - მოხდეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. 

ცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ უკანონოდ არის გამოწერილი ჯარიმები, საგანგებო მდგომარებით გათვალისწინებული აკრძალვების დარღვევის გამო; ასევე - იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც პოლიციელთა მხრიდან განხორციელდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ან/და სხვა უკანონო ქმედება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები