კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRC ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე ორ სასამართლო პროცესს დააკვირდება

21 აპრილი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი  თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე ორ სისხლის სამართლის საქმეს დააკვირდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელსაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მომხრეები ირონიით ე.წ. პიჯაკების საქმეს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.  პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.  

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე, განიხილება კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ბრალი წარდგენილი აქვთ იმ პერიოდის მაღალჩინოსნებს - ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილს და გიგი უგულავას. საქმე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმეს, მისი სირთულიდან გამომდინარე, იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე  ნინო ელეიშვილი. 

დაცვის მხარეს ორივე საქმეში ადვოკატი ბექა ბასილაია წარმოადგენს. 

პროექტის, „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში ადამიანის უფლებების ცენტრის დაკვირვების ქვეშ ამ დროისთვის საერთო ჯამში 15 სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესია. აქედან ერთი პროცესი დასრულდა, 14 კი გრძელდება. მონიტორინგი ეხება იმ საქმეებს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება. პროექტი 2020 წლის 1 თებერვალს დაიწყო აშშ-ის ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით და 31 დეკემბერს დასრულდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები