19:56, Wednesday, 05.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში მოამზადა

25.05.2020

 ანგარიშში ადამიანის უფლებათა ცენტრის გუნდის წევრების მიერ შეფასებულია გასულ წელს განხორციელებული აქტივობები.   


2019 წლის წლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქტიშვილის შეფასებით იწყება.  ანგარიშში ასევე საუბარია 2019 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ, ასევე - სტრატეგიული საქმეების შესახებ, რომელთა ადვოკატირება ადამიანის უფლებათა ცენტრმა გასულ წელს განახორციელა. 

2019 წლის საქმიანობის ამსახველ ანგარიშში საუბარია ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეხვედრების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საპროტესტო აქციების, პრესკონფერენციების, მრგავლი მაგიდების შესახებ.

უფასო იურიდიული დახმარება, უკანონო ბორდერიზაციის საკითხი, ICC-ს გამოძიების ეფექტი, პენიტენციური დაწესებულებები და მსჯავრდებულთა უფლებები, უცხოელთა ბინადრობის საკითხები - ეს იმ თემათა მცირე ჩამონათვალია, რის შესახებაც ანგარიშში დეტალურ ინფორმაციას ნახავთ. 

გარდა თბილისის ოფისისა, რეგიონული ოფისების კოორდინატორები აფასებენ კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში მათი  გასული წლის საქმიანობას.  ანგარიშის ბოლოს  კი წარმოდგენილია ფინანსური ანალიზი. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC