19:05, Wednesday, 05.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

Web Portal on Human Rights in Georgia

Go
Advanced Search

ISFED, GDI და HRC საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მიმართავენ

02.07.2020

 
GDI, ISFED  და HRC  მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებით რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს 15 ივლისის შემდგომ

პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების საკანონმდებლო საფუძველს ვადა 2020 წლის 15 ივლისს ეწურება,  საზოგადოებისთვის კი უცნობია, თუ რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს ამის  შემდგომ. ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში არ ფიქსირდება ახალი კანონპროექტი ვადის გაგრძელების ან საკითხის სხვაგავრად მოწესრიგების შესახებ.  შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყოს აქტიური განხილვა აღნიშნული საკითხის შესახებ და მიაწოდოს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია. 

მიგვაჩნია, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობა/არ არსებობის თაობაზე საზოგადოების დროულ ინფორმირებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საარჩევნო წელი და პროცესები ანიჭებს, ვინაიდან საარჩევნო პროცესის სრულფასოვანი წარმართვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პანდემიასთან ბრძოლის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე. 

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ COVID-19 ის გავრცელების თავიდან აცილების  მიზნით საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა, რითაც საქართველოს მთავრობას მიეცა შესაძლებლობა, კვლავ დაეწესებინა შეზღუდვები მთელ რიგ კონსტიტუციურ უფლებებზე, მათ შორისაა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, მიმოსვლა,  საგანმანათლებლო პროცესი და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორის მწვავე პროტესტის და სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების შედეგად კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია გაუმჯობესდა და საბოლოოდ მიღებული კანონი ითვალისწინებს გარკვეულ დათქმებს  უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დელეგირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, კანონის საბოლოო ვერსიაში არაა ასახული  მნიშვნელოვანი მოთხოვნა -  რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის საფუძვლები და ფარგლები თავად კანონით განისაზღვროს. 

უფლებამოსილების დელეგირებისას, აუცილებელია კანონმდებელმა დაადგინოს კრიტერიუმები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე  შეეხება ძირითადი უფლებების შეზღუდვას, რათა ადამიანის თავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სრულად არ გადავიდეს აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციაში, იყოს პროგნოზირებადი და განჭვრეტადი. სწორედ ამ მიზნით, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა თავად განსაზღვროს ძირითად უფლებაში ჩარევის საგანი, შინაარსი, მიზანი და ზომა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით რაც უფრო მკაცრია ჩარევა ძირითად უფლებაში, მით უფრო დეტალურად უნდა გაწეროს კანონმდებელმა აღნიშნული ღონისძიების გამოყენების საფუძვლები და წესი. მიღებულ კანონში სწორედ ეს მოთხოვნებია უგულებელყოფილი, რის გამოც მიმდინარეობს დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.

პრობლემას წარმოადგენს ასევე ის, რომ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს მთავრობას შეუძლია ისევ დაადგინოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული რეგულაციებისგან განსხვავებული წესები. ამგვარად, მიღებული ნორმები არა მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით უშვებს ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვას, არამედ მთავრობას ანიჭებს შესაძლებლობას, იმგვარი შემზღუდველი წესები დაადგინოს, რომელიც განსხვავდება/ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას და  კანონით დადგენილ წესებს. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობის პრინციპთან, რამეთუ ამ პრინციპიდან გამომდინარე, მთავრობის დადგენილებებსა და სხვა კანონქვემდებარე აქტებს ვერ მიენიჭება უპირატესობა კანონებთან მიმართებით და ვერ ჩაანაცვლებენ კანონს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მთავრობის დადგენილებით არ შეიზღუდოს ადამიანის უფლებები, არამედ ასეთი  რეგულაციები კანონში გაიწეროს. 

GDI, ISFED და HRC აქტიურად მუშაობენ საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შეფასებაზე,  მზად არიან მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში და დაინტერესებულ პირებს გააცნონ მათი პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
Leave your comment
Your name:
Your comment:

Security code: Code
OTHER NEWS
POLL
Was the country prepared for the state of emergency?
Yes No Partly

BLOG

Another proposal on agreement
The society knows that since December 2017 I have a court dispute with the Tbilisi City Hall and the Georgian Water Distribution Company
Detailed...
Women – victims of violence
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
Archive


EDITORIAL

Forgotten by government veterans
Every year, fewer and fewer veterans of the World War II meet the Victory Day. The society receives information about them only on
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?
Archive
THEMES

CATEGORIES

Copyright © 2004 - 2020 HRIDC