კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაკანსია: პროექტის კოორდინატორი

13 ივლისი, 2020
 
“ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)” აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: არასრული
ანაზღაურება: 2088 ლარი (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობების აღწერა:
  • პროექტის გუნდთან ერთად დაგეგმოს, კოორდინაცია გაუწიოს და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები; 
  • უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა თემატური ანგარიშების  და საჯარო განცხადებებისთვის ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ანგარიშების/განცხადებების პროექტების მომზადება;
  • პროექტის მონიტორებთან და ორგანიზაციის გუნდთან იქონიოს მუდმივი კოორდინაცია და თანამშრომლობა;
  • პროექტის გუნდთან ერთად უზრუნველყოს პროექტის ანგარიშების მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ.
  • პროექტის მიზნებიდან გამომდინარე სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
  • პროგრამის  ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პროექტის კოორდინატორის ფუნქციებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
  • პროექტების მართვის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციაში;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი შრომის დისციპლინა;
  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: <142>hridc@hridc.org  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: პროექტის კოორდინატორი

 საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ივლისი 18 :00  საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.

ახალი ამბები