კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, გიორგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე

20 ივლისი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, გიორგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას“, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. საქმე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმეს, მისი სირთულიდან გამომდინარე, იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე  ნინო ელეიშვილი. 

საქმის განხილვა გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. 2020 წლის 29 ივნისს საქმის არსებითი განხილვის სხდომა დისტანციურად გაიმართა და მას არც ერთი ბრალდებული არ ესწრებოდა. საქმის განხილვა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების, კერძოდ, საქმის მასალების მე-7 ტომის გამოკვლევით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური სამართალწარმოების დროს ტექნიკური ხარვეზი გამოვლინდა და ხმა არ ისმოდა, არ მოხდა მტკიცებულებების გამოკვლევა. დაცვის მხარის განმარტებით, 100 ტომიდან 1-2 ტომის გამოკვლევა არსებით გავლენას ვერ მოახდენდა მართლმსაჯულების ხარისხზე, მათ შორის დროის თვალსაზრისით. 

სხდომაზე ასევე განიხილეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, რომელიც არ დაკმაყოფილდა, თუმცა რეალურად არც ერთი ბრალდებული არაა პატიმრობაში. მომდევნო სასამართლო სხდომა ხვალ - 21 ივლისს არის ჩანიშნული. ამ ეტაპზე უცნობია ჩატარდება თუ არა სხდომა კვლავ დისტანციურად ან გაგრძელდება თუ არა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი  მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, გიორგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პროექტის, „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში აკვირდება. ამ დროისთვის მონიტორინგი ეხება 20 საქმეს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
 
                                                ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები