კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი

30 აგვისტო, 2020
შუალედური ანგარიშები

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგის შუალედური ანგარიშები მოამზადა.

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების შესახებ შუალედური ანგარიში ასახავს 2020 წლის 1 თებერვლიდან 15 აგვისტომდე 20 სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს. 

სასამართლო მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ არსებულ საქმეებში, რიგ შემთხვევებში არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. სასამართლო განხილვებისას გამოვლენილი ხარვეზები შესაძლოა, აშკარად არ არღვევდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გარკვეული ინდივიდუალური შემთხვევების, ცალკეული საკანონმდებლო ხარვეზებისა და ზოგადად პრობლემატური სასამართლო პრაქტიკის კომბინაცია, ამასთან - შერჩევითი სამართლისა და სავარაუდო პოლიტიკური მოტივების არსებობა, საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული  კანონმდებლობის შესაბამისად.

მონიტორინგის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ დროისთვის ოთხი ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა - „გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება“, „2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი“, „ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება“, ,,გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე სამართლებრივი ანალიზი“. ანალიტიკური დოკუმენტების მიზანი საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე საქმეების სამართლებრივი შეფასებაა. პოლიტიკური პატიმრის სტატუსის შეფასების ნაწილში დოკუმენტები დაეყრდნო ევროპის საბჭოსა (Council of Europe) და საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს. 

ამასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ცენტრი საზოგადოებას წარუდგენს საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგებსაც. ანგარიშის მიზანია 1 თებერვლიდან 15 აგვისტომდე გამართული საპროტესტო აქციების დროს იდენტიფიცირებული სამართალდარღვევების სამართლებრივი ანალიზი და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ქმედებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. ამ დრომდე ცენტრის დაკვირვების ქვეშ 19 საპროტესტო აქცია მოექცა. 

აქციების უმეტესობა ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. ამასთან, როგორც დემონსტრანტთა, ისე სამართალდამცავთა ქმედებებიც ლეგიტიმური იყო და ექცეოდა როგორც ეროვნული კანონდებლობის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების ფარგლებში, რაც ბუნებრივია დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორთა მიერ იდენტიფიცირებულ შემთხვევათა შორის დაფიქსირდა არაპროპორციული ძალის მობილიზების, დაკავებისა და დაჯარიმების მუქარით დაშლის მოთხოვნებიც. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი  სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს საერთო სასამართლოებში პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში აკვირდება. პროექტი საპროტესტო აქციების მონიტორინგსაც ითვალისწინებს. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

პრესრელიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, NED არ არის პასუხისმგებელი ტექსტის შინაარსზე.

ახალი ამბები