კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონი ბავშვის უფლებების შესახებ

1 სექტემბერი, 2020
 
2020 წლის 1-ლ სექტემბერს ძალაში შედის კანონი ბავშვის უფლებების შესახებ. საქართველოში ამ დრომდე არ იყო შექმნილი ბავშვის უფლებების მომწესრიგებელი ერთიანი დოკუმენტი. შესაბამისად, აქამდე ბავშვის უფლებების დაცვა ხდებოდა სხვადასხვა  კანონებსა და ნორმატიულ აქტებში არსებული ჩანაწერების  დახმარებით.  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის ძირითად უფლებათა სათანადო დაცვას სახელმწიფოს აქამდეც ავალდებულებდა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა და, შედეგად, იკისრა ვალდებულება, რომ დაიცავდა კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს.

ბავშვის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მიღების შედეგად  აუცილებელი გახდა, რომ ბავშვის უფლებათა მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო აქტებშიც შესულიყო ცვლილებები. სხვა უფლებებთან ერთად,  საქართველოს სამოქალაქო კოდესში შესული ცვლილების თანახმად, კანონი არასრულწლოვნის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მეტ გარანტიას აწესებს.  ცვლილების თანახმად, „ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“, - აღნიშნულია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წლების განმავლობაში მიუთითებდა პრობლემაზე, რომ მშობლებს ეძლეოდათ საშუალება, განეკარგათ ბავშვის საკუთრება.  ორგანიზაციამ,  არსებული საქმეების შედეგად, 2017 წელს, ბავშვის საკუთრების დაცვის მიზნით, საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმდ, საჭიროა, არსებობდეს მშობლისთვის ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების შემზღუდავი ნორმები. გარდა ამისა, საჭიროა ინსტიტუციური მოწესრიგებაც, კერძოდ, მაკონტროლებელი მექანიზმის - სუბიექტისა და პროცედურის განსაზღვრა, თუ რომელი ორგანოს და რა წესის მიხედვით უნდა მოხდეს მესამე პირებთან დადებული გარიგების შესაბამისობის დადგენა ბავშვის ინტერესებთან. 

კერძოდ, შეთავაზებული პირობითი ფორმულირება იყო შემდეგი:  მშობელს ეკრძალება, გააჩუქოს ან სხვაგვარად განკარგოს არასრულწლოვანი შვილის პირადი ქონება,  გარდა  იმ შემთხვევისა, როცა ეს გამოწვეულია ბავშვის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე და ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.  ასეთ შემთხვევაში კი, საჭიროა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობა. 

უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება და  აღნიშნული ცვლილების მიღებაზე უარი განაცხადა. შედეგად, აღნიშნული საკითხი კვლავ პრობლემად დარჩა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ახალ მიდგომას,  რის საფუძველზეც განხორციელდა ბავშვის საკუთრების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილება, რომელშიც  გაზიარებულია ადამიანის უფლებათა ცენტრისა მის მიერ 2017 წელს  წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილების სულისკვეთება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესრელიზი 2017  წლის საკანონმდებლო წინადადებაზე არასრულწლოვანი პირების საკუთრების დაცვის შესახებ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები