არასრულწლოვანი გოგონას გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ
08.09.2020
6 აგვისტოს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა 2020 წლის 5 თებერვალს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გატაცებული არასრულწლოვანი გოგონას საქმის განხილვა და განაჩენი გამოაცხადა. დაზარალებული არასრულწლოვნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლია ხუროშვილი იცავდა.
საქმეში სამი ბრალდებული ფიგურირებს. ბრალდებულ რ.ქ.-ს მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ბრალდებულ ვ.ქ.-ს 7-წლიანი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დარჩა ხუთი წელი და სამი თვე. მასვე სსკ-ის კიდევ ერთი მუხლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ეს სასჯელი მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ ორივე მუხლით განსაზღვრული დანაშაულისათვის შვიდი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. ვ.მ.-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ პუნქტებით, რაც შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დარჩა 4 წელი და რვა თვე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე 5 თებერვალს სოფლიდან, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით ჯგუფურად მოიტაცეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას