06:26, Thursday, 22.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გასვლითი ვიზიტები სენაკისა და კასპის მუნიციპალიტეტებში

09.09.2020

ფოტო: კასპის მუნიციპალიტეტში
 
7 და 8 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, პროექტის „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი და ადვოკატირება პანდემიის შემდეგ“ გასვლითი ვიზიტები გამართა სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში გამართა. 

თბილისის ოფისიდან პროექტის გუნდის წარმომადგენლები და ადგილობრივი ოფისის იურისტები შეხვდნენ ადგილობრივ მოქალაქეებს და გაესაუბრნენ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარების თემებზე. 7 სექტემბერს შეხვედრები გაიმართა სამეგრელოს რეგიონში, სენაკის მუნიციპალიტეტში; 8 სექტემბერს კი - შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრები გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტში; შეხვედრების დროს, ცენტრის წარმომადგენლებმა დაარიგეს პროექტის ფარგლებში მომზადებული ბროშურები, სადაც მითითებულია პროექტის იურისტებისა და გურჯაანისა და გორის ოფისების საკონტაქტო ტელეფონები.
 
ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ პანდემის დროს და შემდგომ პერიოდში ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა შეექმნათ: დაკარგეს სამსახურები და შესაბამისად შემოსავლები; გაეზარდათ პროცენტები ბანკში არსებულ კრედიტებზე; რამდენიმე აცხადებდა, რომ როგორც თვითდასაქმებულებმა ვერ მიიღეს კომპენსაციები, რადგან ვერ შეძლეს საჭირო დოკუმენტების წარდგენა. იყვნენ ასევე საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმებული მოქალაქეებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ გასაჩივრებული შეფარდებული სახდელები. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია საგანგებო მდგმარეობასთან დაკავშირებით დაწესებულ შეღავათებსა და დახმარებებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით მიაწოდეს და სამართლებრივი დახმარების მზაობა გამოთქვეს.
 
დიდ პრობლემას წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით გამოცხადებული დახმარებების მიღების საკითხი. მოსახლეობისათვის გაურკვეველი იყო, თუ რის საფუძველზე გაიცემოდა დახმარებები. ისინი პრეტენზიას გამოთქვამდნენ ხელოვნურად შექმნილ შემზღუდავ გარემოებებზე, რომლებიც ხელს უშლიდა ესარგებლათ დახმარებებით. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული ჰქონდათ, მათ განახლებულ რეგისტრაციას სთხოვდნენ, მაშინ როდესაც იმავე სახის რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სხვა პირზე გაიცემოდა ეს დახმარება.
 
შეხვედრების დროს გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა შიშით ელოდება პანდემიის მეორე ტალღას და მისგან გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი და სამეგრელო. 

პროექტი 2020 წლის 1 ივლისს დაიწყო და 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. 


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC