კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალციხეში რეპატრირებული მესხების ოჯახის ინტერესებს იცავს

14 სექტემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს ახალციხეში  მცხოვრებ ნადიმ მარდალიევის სამართლებრივ ინტერესებს. მარდალიევების ოჯახის წევრები არიან რეპატრირებული მესხები, რომლებიც  წლების წინ ჩამოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად.  

2020 წლის აგვისტოს თვეში პირთა ჯგუფი თავს დაესხა ნადიმ მარდალიევის კუთვნილ ავტომობილს, რომელიც გამიზნულად დააზიანეს.  შემთხვევას ჰყავს თვითმხილველებიც. დაზარალებულის და თვითმხილველების გადმოცემით, ძალადობა ჩადენილია დისკრიმინაციული მოტივით,  რელიგიური და ეთნიკური სიძულვილის ნიადაგზე. თავდამსხმელები იძახდნენ, რომ მარდალიევებმა უნდა დატოვონ საქართველო.

ამ დროისათვის შსს-ს ახალციხის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება  ნადიმ მარდალიევის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე,  სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ოჯახის წევრების განცხადებით, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, რის გამოც მუდმივი საფრთხის უწევთ ცხოვრება და თავს გრძნობენ დაუცველად. 

დიდი პრობლემაა, რომ ნადიმ მარდალიევს დღემდე არა აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ისარგებლოს კანონით მინიჭებული გარანტიებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია რომ, საქმეში შესაძლოა, იკვეთებოდეს დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ დისკრიმინაციული, სიძულვილის შემცველი მოტივი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულ სამმართველოს, დროულად მიანიჭოს ნადიმ მარდალიევს დაზარალებულის სტატუსი, რათა ეფექტიანად იყოს დაცული ოჯახის სამარლებრივი  ინტერესები და გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები