კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომისიის წევრებმა და თავმჯდომარემ სავარაუდოდ ალკოჰოლური სასმელი დალიეს

31 ოქტომბერი, 2020
 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში  09.11.50  საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირებელმა დააფიქსირა ალკოჰოლური სასმელის მოხმარების სავარაუდო ფაქტი კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრების მხრიდან, რაზეც შეიტანა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და დაწერა საჩივარი, რომელსაც არ ურეგისტრირებდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 

კომისიის თავმჯდომარე იყო აგრესიული და ცდილობდა დამკვირებელზე ზეწოლას. მან ასევე სცადა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ჯგუფის კოორდინატორზე, დიმიტრი ნოზაძეზე ფიზიკური ძალის გამოყენება, მიმართა მას უხეშად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით. 

საარჩევნო უბანზე ალკოჰოლური სასმელის სავარაუდო მოხმარების ფაქტის შესახებ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მაგრამ საარჩევნო უბანზე ამ დრომდე არავინ მისულა კომისიის წევრთა ალკოჰოლური თრობის შესამოწმებლად. 

შემთხვევასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინა 2 საჩივარი, საარჩევნო უბანზე სმის პროცესსა და თავმჯდომარის მიერ დამკვირვებელსა და კოორდინატორზე ზეწოლისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. საჩივრებით მოთხოვნილია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და თავმჯდომარის პასუხისგება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები