კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესს აკვირდება

6 ნოემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ საპროტესტო აქციაზე 4 ნოემბერს დაკავებული 7 აქტივისტის სასამართლო სხდომას აკვირდება. 

საპროტესტო აქციებზე დაკავებული აქტივისტების საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო თარაშვილი განიხილავს.

საპროტესტო აქციაში მონაწილე შვიდივე აქტივისტი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა. 

გუშინდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაცვის მხარის  ორი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ერთი ეხებოდა მოწმეთა დაკითხვას, ხოლო მეორე სხდომის გადადების საკითხს. სხდომის დასასრულს მოსამართლე ნინო თარაშვილმა შვიდივე დაკავებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, პროცესი დღეს გრძელდება. პროცესზე დაიკითხებიან მოწმეები - პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე და ბექა პაპაშვილი. ამასთან, ადვოკატები წარადგენენ  დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს მტკიცებულების სახით.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი 4 ნოემბერს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესს საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში აკვირდება. ამ პროცესის გარდა ორგანიზაციის მონიტორინგის ქვეშ კიდევ 20 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეებია. 


პროექტს - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი“ მხარს უჭერს აშშ-ის ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). 
                                                                                                    
                                                                                               ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები