კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები საპარლამენტო არჩევნებში

22 ნოემბერი, 2020
 
Humanrights.ge

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის N8 საარჩევნო უბანზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის - www.humanrights.ge-ის არჩევნებზე აკრედიტებული ჟურნალისტი აკვირდებოდა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს, საარჩევნო ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 6 ბიულეტენი აღმოჩნდა. 

თითოეული ბიულეტენი კონვერტში მოთავსებული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ ბიულეტენთან ერთად. 

საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენებზე შემოხაზული იყო შესაბამისი კანდიდატი და ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი. 

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ამ უბნის არცერთ რეგისტრატორს. ასევე, ბეჭდის ნომერი არ წარმოადგენს აღნიშნული უბნის ბეჭდის ნომერს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოთხოვნით, საუბრო საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ეს ბიულეტენები, სხვებთან ერთად, საოლქო საარჩებვნო კომისიაში გადააგზავნოს.

ახალი ამბები