კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის კომპენსაციის გაცემის პრობლემური წესის შესახებ

5 დეკემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი პანდემიის შემდეგ“. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია შეისწავლის და ავლენს კორონავირუსიის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობისა და მისი დასრულების შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ტენდენციებს, ასევე - კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას უწევს უფლებადარღვეულ ადამიანებს.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის #286 დადგენილებით, განისაზღვრა ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება პანდემიის პერიოდში სამსახურის გარეშე დარჩენილი დასაქმებულებისათვის. დადგენილების თანახმად, ასეთი დასაქმებულების შესახებ ინფორმაციას სსიპ შემოსავლების სამსახურს აწვდიან თავად დამსაქმებლები და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გასაცემი კომპენსაციის დარიცხვა ბენეფიციარებისათვის.

სამთავრობო პროგრამის ადმინისტრირებისას, არ იქნა გათვალისწინებული გარკვეული სახის სანქციები იმ დამსაქმებლებისათვის, რომლებიც არაჯეროვნად ან/და არაკეთლსინდისიერად ასრულებენ სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას. პროგრამის ამოქმედებისთანავე, გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, დამსაქმებელი არ აწვდის საკუთარი დასაქმებულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს. ამის გამო, უმუშევრად დარჩენილი ადამიანები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას კარგავენ.

პანდემიის ე.წ. მეორე ტალღის პირობებში, პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ახალი სამთავრობო პროგრამა, რომელიც კვლავ მოიცავს სამსახურიდან გათავისუფლებული ადმიანების ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიანი დახმარების კომპონენტს. ამ შემთხვევაშიც, არ შეცვლილა დახმარების გაცემის  მექანიზმი. შესაბამისად, იგი ისევ დამსაქმებლის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა. ეს კი ავტომატურად გამოიწვევს პირველი ეტაპის დროს კომპენსაციის გარეშე დარჩენილი პირების გამორიცხვას პროგრამიდან; ასევე, ქმნის საფრთხეს და შესაძლებლობას, რომ დამსაქმებლეთა არაჯეროვანი თუ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, უმუშევრად დარჩენიომა ადამიანებმა კვლავ დაკარგონ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: 

შექმნას მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებელთა მიერ შემოსავლების სამსახურში სრულყოფილი მონაცემების წარდგენას იმ დასაქმებულების თაობაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპენსაციის გაცემის კრიტერიუმებს.

უზრუნველყოს შესაბამისი ორგანოების მიერ კომპენსაციების გაცემა უშუალოდ მოქალაქეთა მიერ წარდგენილი განცხადებებისა და ინფორმაციის საფუძველზეც.

 მოვუწოდებთ, დამსაქმებლებს:

კეთილსინდისიერად შეასრულონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები და მიაწოდონ სსიპ შემოსავლების სამსახურს ყველა იმ დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც აკმაყოფილებს ან/და შესაძლოა, აკმაყოფილებდეს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები