კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის (HRHF) ერთობლივი განცხადება

15 დეკემბერი, 2020
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის (HRHF) ერთობლივი განცხადება:

აუცილებელია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებში აღმოჩენილ პროგრამულ ხარვეზთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები და ქმედებები არ გასცდეს ჯანსაღ დისკუსიას და კრიტიკას.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი ეხმიანებიან ISFED-ის მიერ 11 დეკემბერს გავრცელებულ განცხადების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც საგანგაშოა, რადგან გასცდა ჯანსაღ კრიტიკასა და დისკუსიას და ორგანიზაციის, უფრო ფართოდ კი, ზოგადად სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ახდენს.

ორგანიზაცია ISFED აწარმოებდა 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას და პარალელური დათვლის (PVT) შედეგები 1 ნოემბერს გამოაქვეყნა.[1] 11 დეკემბერს ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია[2], რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარალელური დათვლის შიდა აუდიტი განახორციელა და „გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში….რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.“

მივიჩნევთ, რომ განცხადების გავრცელების შემდეგ აღნიშნულ ფაქტზე დისკუსია წარიმართა არაჯანსაღად – იმის ნაცვლად, რომ მოხდეს კონკრეტული ფაქტების განხილვა,  ხდება ორგანიზაციის მთლიანი საქმიანობის დისკრედიტაცია და ხორციელდება თავდასხმები[3] არა მხოლოდ ISFED- ზე, არამედ მთელ სამოქალაქო სექტორზე.[4] მათ შორის, ნახსენები იყო შესაძლო გამოძიების დაწყება ფაქტთან დაკავშირებით.[5] მისასალმებელია, რომ აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ ორგანიზაციამ საჯაროდ განაცხადა. ISFED უკვე 25 წელია ქვეყანაში არჩევნების სამართლიანად ჩატარების მონიტორინგს ახორციელებს და ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზაციას მიეცემა საშუალება უსაფრთხო გარემოში გააგრძელოს ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა და აღნიშნული ხარვეზის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ როდესაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ არასამთავრობო სექტორზე გახშირებულ თავდასხმებსა და შევიწროებაზე[6], ასევე ზოგადად საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორის მიმართ დამკვიდრებულ ნეგატიურ კონტექსტზე, მსგავსი რიტორიკა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებას და მის ფუნქციას, დაიცვას ადამიანის უფლებები, იზრუნოს ქვეყანაში დემოკარატიის მშენებლობასა და კანონის უზენაესობის  უზრუნველყოფაზე.



[3] იხილეთ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, პარლამენტის წევრის – თეა წულუკიანის განცხადება: https://on.ge/story/71594 კინაღამ-ქვეყანა-აყირავეთ-ამ-შეცდომით-თეა-წულუკიანი-isfed-ზე

[4] იხილეთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება: https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-lasha-nacvlishvils-ert-erti-saparlamento-opoziciuri-partiis-liderma-miawoda-informacia-rom-pvt-chatarebuli-hqonda-saertashoriso-gamchvirvalobasac/

[5] იხილეთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება: https://www.tabula.ge/ge/story/184007-kobaxidze-isfed-ze-tu-gamodziebaze-iqna-saubari-amerikuli-mxaris-chartulobit-unda

[6] იხილეთ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიში „უფლებადამცველების მდგომარეობა საქართველოში – დაბრკოლებები და გამოწვევები“: https://bit.ly/2W5KaHO

 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით:
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • მედიის ინსტიტუტი
  • საფარი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  • ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი
 

ახალი ამბები