კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სასწრაფო განცხადება აფრიკის დასახლებაში მოქალაქეთა სახლების დემონტაჟის თაობაზე

15 დეკემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ნებართვის გარეშე აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესს, მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას, შეაჩეროს ძალადობრივი ნგრევა და ის მოქალაქეები, რომლებიც ფაქტობრივად დარჩენ უსახლკაროდ, დროულად უზრუნველყოს თავშესაფრით.
 
ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილება უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ გამოიწვევს არაერთი ოჯახის ღია ცისქვეშ დარჩენას იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ებრძვის COVID-19-ს და ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ  დარჩეს სახლში.
 
ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ისეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, როგორშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, მიუღებელი და არაადეკვატურია.  

ქალაქ თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რაც გულისხმობს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს და სახელმწიფოს მოუწოდებს, იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, უზრუნველყოს იგი საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით, ასევე იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.  

ქალაქ თბილისის მერმა, კახი კალაძემ  2020 წლის 25 ნოემბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის შეხვედრაზე მუნიციპალური ინსპექცის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას დაავალა, დედაქალაქში უკანონოდ მითვისებული მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დროულად განეხორციელებინათ, რადგან ქალაქში მსგავსი ფაქტები გახშირდა.  ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მთავრობის სხდომაზე არ გაჟღერებულა, თუ  რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, რომლებიც დემონტაჟის შემდგომ საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩებიან. 

მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცების ფაქტები ნამდვილად არის პრობლემა ქალაქ თბილისისთვის და ზოგადად სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამ პრობლემის ასეთი ხისტი ფორმებით აღმოფხვრით ილახება ადამიანის ფუნდამენტური, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ასეთი სახის სისტემური პრობლემების მოგვარებას სჭირდება კანონდამრღვევ მოქალაქეებთან შესაბამისი მედიაცია და ცივილიზებული, სამართლებრივი მეთოდების გამოყენება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები