Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად

January 4, 2021
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების (ხანდაზმულების) მხარდასაჭერად. კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში ხანდაზმულების მხარდაჭერა და მათი პრობლემების გადაჭრისა და ადვოკატირების ხელშეწყობა ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო კომპანიებთან პანდემიის დროს და შემდეგ. 

თანამდებობა: მხარდამჭერი (helpinghand) 
ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ცენტრი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2021 წლის 18 იანვარი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: გორი. 
განაკვეთი: არასრული.  
ჰონორარი:  სიმბოლური.

მოვალეობები: 
  • შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში (გორი, ხაშური, ქარელი და კასპი) მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულების საჭიროებების კვლევა; 
  • მარტოხელა ხანდაზმულების სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა საჭიროებების მოგვარების მიზნით პროექტის გუნდთან ერთად ადვოკატირებისა და ლობირების კამპანიების დაგეგმვა და მათში მონაწილეობა;
  • მარტოხელა ხანდაზმულების მხარდასაჭერად ონლაინ სოციალური პლატფორმის შექმნა და კამპანიების წარმოება მხადამჭერების მოსაზიდად;
  • სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც უკვე მუშაობენ ხანდაზმულების ან/და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად; 
  • მუდმივი კომუნიკაცია პროექტის ძირითად ბენეფიციარებთან;
აუცილებელი მოთხოვნები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 დან 30 წლამდე ახალგაზრდებს რომლებსაც აქვთ მსგავს სოციალურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და მოტივაცია. 
კონკურსის ფარგლებში კანდიდატების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა:
  • მოტივაციასა და კომუნიკაბელურობას;
  • გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს;
  • საზოგადოებრივ და სამოქალაქო აქტიურობას;
  • სოციალური აქტივიზმის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სულ მცირე, არასრული უმაღლესი განათლების ქონა (ბაკალავრის საფეხურის სტუდენტები)
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა
  
(მსურველებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან რომელიმეს არ აკმაყოფილებთ, გთხოვთ ნუ გამოგზავნით აპლიკაციას)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  <98>hridc@hridc.org
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 18 იანვარი 18:00 სთ. 

გთხოვთ ელექტრონულ მეილში მიუთითოთ პოზიცია რაზეც აგზავნით განაცხადს - მხარდამჭერი/helpinghands 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. არ მიიღება სატელეფონო ზარები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) არის აქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT Network), ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. 

News