ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
18.01.2021
არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხდებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე (არასრულ განაკვეთზე).
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგი.
სამუშაო ადგილი - თბილისი
მოვალეობები:
- პროექტის ფარგლებში კომუნიკაციის სტრატეგიის და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
- პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით მესიჯების შემუშავება, საუკეთესო საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციის ვებგვერდის და სოციალური ქსელების (Twitter, Facebook, Instagram, YouTube,) მართვა, პოპულარიზაცია და განვითარება;
- პროექტის გუნდთან ერთად სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; ადგილიდან ორგანიზაციის სოციალური ქსელების ვებგვერდებიდან პირდაპირი ჩართვების (live streaming) განხორციელება;
- პროექტის ფარგლებში, სპეციალური ღონისძიებების/ივენთების ორგანიზება და მართვა;
- საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების, რადიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და პროექტის გუნდის მონაწილეობით სატელევიზიო და რადიო გადაცემების დაგეგმვა
- პროექტის ფარგლებში პრეს-რელიზის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებები); უპირატესობა მიენიჭებათ პიარისა და კომუნიკაციის დარგის სპეციალისტებს;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარები (მათ შორის ინგლისურად);
- ციფრული, მულტიმედიური და კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების ცოდნა;
- ობიექტურობა, პუნქტუალობა, ანალიტიკური უნარი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
ანაზღაურება: 1300 ლარი (დარიცხული)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- რეზიუმე (СV);
- სამოტივაციო წერილი
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
- არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hridc@hridc.org გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, (PR Manager).
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 28 იანვარის 18 :00 საათამდე
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
Leave your comment
OTHER NEWS
POLL
BLOG
They wait for me in Abkhazia
Detailed...
Another proposal on agreement
Women – victims of violence
EDITORIAL
Forgotten by government veterans
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?